LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბინები წინასწარი შენატანის გარეშე და განვადებები პირადობის მოწმობით – რა პროექტები აქვს “მოზაიკ დეველოპმენტს”

27
IMG-8737

სამშენებლო პროექტები, გადახდის მოქნილი პირობები და სამომავლო გეგმები – გადაცემა “ბიზნესნიუსის” სტუმრები არიან „მოზაიკ დეველოპმენტის“ პროექტის მენეჯერი ნინო ქვარცხავა და კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი ნატალი კალანდარიშვილი.

– როდის გამოჩნდა „მოზაიკი“ ქართულ ბაზარზე და რა არის მთავარი მიმართულება

– ჩვენი კომპანია ბაზარზე 2017 წლიდან გამოჩნდა. მთავარი მიმართულებაა საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა. ჩვენ ვაშენებთ კორპუსებს, სადაც არის საოფისე ფართებიც, კომერციულიც და ტერასები

– რატომ გადაწყდა სამშენებლო ბაზარზე შემოსვლა, მთავარი მიზეზი რა იყო 

– ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი სიტყვა ვთქვათ ბაზარზე. უმაღლესი ხარისხის მასალებით ვაშენებთ ჩვენს კომპლექსებს, ხარისხთან ერთად, ჩვენ თანამედროვე კორპუსებს ვაშენებთ და გვაქვს საინტერესო შეთავაზებებიც.

– ზოგადად როგორ უწევთ კონკურენციას ბაზრის სხვა მოთამაშეებს

– ჩვენ გვაქვს გადახდის ყველაზე მოქნილიპირობები, არ ვითხოვთ წინასწარ შენატანს, ასევე განვდაბებეს ვამტკიცებთ საკრედიტო ისტორიის შესწავლის გარეშე პირადობის მოწმობით, ეს ერთ დღეში ხდება. გარდა ამისა, ჩვენთან შეძენისას, საჩუქრად ინტერიერის დიზაინერის მომსახურებასაც ვჩუქნით.

– ამჟამად რა მიმდინარე პროექტები გაქვთ

– ახლა გვაქვს ორი პროექტი, ერთი ნუცუბიძის 139 ნომერში, რომელიც უკვე დასრულებულია. ექსპლოატაციაში შევიდა დასრულებიდან ერთ თვეში. დარჩენილია გასაყიდი 3 ბინა. ასევე გვაქვს მეორე პროექტი ვარკეთილში – კალოუბნის 41-ში. გეგმის მიხედვით მივდივართ, ბინების ნახევარზე მეტი გაყიდულია.

– რომელ საფასო სეგმენტზეა გათვლილი თქვენი ბინები   

– ჩვენ არ ვართ ორიენტირებული კონკრეტულ უბნებზე, ცენტრალურზე ან გარეუბნებზე. ყველას ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ შეიძინონ ბინები.

– უახლოეს პერიოდში რა გეგმები გაქვთ

– სამომავლო გეგმები და პროექტები გვაქვს, ამ ეტაპზე თავს შევიკავებთ დეტალურად საუბრისგან. დაელოდეთ სიახლეებს ჩვენგან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები