LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაზარზე ულტრათანამედროვე სამშენებლო კომპანია „რებილდ ჯგუფი“ გამოჩნდა, რომელსაც 2 მიმდინარე პროექტი აქვს

11
109673589-118061673313888-1893489280142207192-o

მიუხედავად პანდემიისა, ამის გამო შექმნილი არასტაბილური ეკონომიკური გარემოსა და კრიზისისა, ქვეყანაში ახალი კომპანიები ჩნდებიან და იწყებენ ოპერირებას, მათ შორის, სამშენებლო მიმართულებით – სწორედ ასეთია დეველოპერული კომპანია „რებილდ ჯგუფი“, რომელიც ულტრათანამედროვე სამშენებლო კომპანიაა.

„რებილდ ჯგუფის“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანა ამაშუკელი იყო „ბიზნესნიუსის“ სტუმარი, რომელმაც „რებილდის“ მიმდინარე პროექტებსა და სამშენებლო სექტორში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

– რამდენიმე თვეა, რაც „რებილდმა“ საქმიანობა დაიწო. არ იყო სარისკო პანდემიის პერიოდში ამ ბიზნესის წამოწყება?

დიახ. რა თქმა უნდა, საკმაოდ სარისკო ბიზნესი იყო, ვინაიდან ბინები რთულად გასაყიდი პროდუქტია კრიზისის დრო, თუმცა ამ რისკმა გაამართლა. უკვე საკმაოდ ბევრმა ადამიანმა შეიძინა ჩვენთან ბინა. „რებილდის“ პროდუქტი ძალიან მაღალხარისხიანი და შესაბამისად, ამან გამოიწვია საზოგადოების დიდი დაინტერესება.

– სად გაქვთ ამჟამად მიმდინარე პროექტები და როდის იგეგმება მათი დასრულება ?

ჩვენ გვაქვს ორი მიმდინარე პროექტი – დიდი დიღომის „რებილდ დიღომი“ და ასევე, თემქის „რებილდ თემქის“ პროექტები. თემქის პროექტი უკვე კულმინაციურ მომენტშია და იქ ფასადური სამუშაოები მიმდინარეობს. რაც შეეხება დიდ დიღომს, დავასრულეთ უკვე კონსტრუქციული სამუშაოები და ამჟამად, მიმდინარეობს ტიხრების გაკეთება. ამ 2 პროექტში ბინების 70% უკვე რეალიზებული გვაქვს და დანარჩენი 30% ელოდება თავის მფლობელს.

-გაწერილი გექნებათ სამომავლო პროექტების ნუსხაც, სად და რის აშენებას აპირებთ მომდევნო წლებში?

საკმაოდ დიდი გეგმები გვაქვს, თუმცა არ დავაანონსებ, დავტოვოთ საიდუმლოდ. ამ ყველაფერს ჩვენი მომხმარებლები სულ ცოტა ხანში გაიგებენ.

-საკმაოდ მაღალია კონკურენცია საქართველოში სამშენებლო სექტორში… რითი გამორჩევა თქვენი პროექტები, რა არის თქვენი მთავარი ნიშანი ?

პირველ რიგში ხარისხი, რადგან უმაღლესი ხარისხის მასალებით შენდება ჩვენი პროექტები… ასევე მომსახურება, რომელსაც ჩვენი მომხმარებლები მიიღებენ მას შემდეგ, რაც საცხოვრებლად შევლენ „რებილდის“ პროექტებში.

-რითი აშენებთ, სადაურ მასალებს იყენებთ მშენებლობის პროცესში?

შერწყმული პროდუქტი გვაქვს, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური. მაგალითად, არმატურა შემოდის უცხოეთიდან, პროფილები ასევე შემოდის უცხოეთიდან, კერძოდ – გერმანიიდან, ბეტონს გვაწვდის – „ჰაიდელბერგ ბეტონი“ და ა.შ. საბოლოო ჯამში, ჩვენი პროექტები უმაღლესი ხარისხის მასალებით შენდება.

-გარდა მშენებლობისა, სხვა მიმართულებითაც თუ საქმიანობს თქვენი კომპანია?

ამ ეტაპზე „რებილდ ჯგუფი“ არის მხოლოდ დეველოპერული კომპანია, სხვა მიმართულებით არ საქმიანობს, თუმცა ვნახოთ, მომავალში რა იქნება. ჩვენი კომპანია მუდმივად იზრდება და ვითარდება.

– რამდენ ადამიანს ასაქმებთ?

საშუალოდ „რებილდ ჯგუფში“ მუშაობს 100-დან 150 ადამიანამდე. ამ რაოდენობაზე ნაკლები ჩვენთან, ამ ეტაპზე, დასაქმებული არ არის. აღსანიშნავია, რომ ჩვენთან კადრების აყვანის დროს, დიდ ყურადღებას ვაქცევთ პროფესიონალიზმს.

-როგორია სამშენებლო სექტორის გაჯანსაღების მოლოდინი?

სამწუხაროდ, პანდემია ბიზნესის აბსოლუტურად ყველა სექტორს შეეხო, მათ შორის – სამშენებლოს. საკმაოდ გაძვირებულია სამშენებლო მასალები, თუმცა შექმნილი ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე, დეველოპერულ კომპანიებს ბინებზე ფასების დაწევა მოუხდათ, რადგან ისეთი აღარ არის მოთხოვნა, როგორიც მანამდე იყო. მიუხედავად ამ ვითარებისა, ბაზარი ნელ-ნელა სტაბილურდება და ვიმედოვნებთ, რომ სამშენებლო სექტორი მალე ისევ იმ მაჩვენებლებს დაუბრუნდება, რაც პანდემიამდე იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები