LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაზარზე ხორცის დეფიციტია და პროდუქცია ძვირდება – რას აპირებენ ფერმერები

11
ხორცი

საქართველოს ბაზრებზე საქონლის ხორცი გაძვირდა. თუ აქამდე აგრარულ ბაზრებში ერთი კილოგრამი საქონლის ხორცი 18 ლარი ღირდა, ახლა ის 20ლარი ღირს. მაღაზიებში კი საშუალოდ – 21 ლარი.  საქონლის ფასების კიდევ უფრო მატებას ფერმერები არ გამორიცხავენ. მთავარ მიზეზად კი ისინი დეფიციტს ასახელებენ. 
ფერმერი ბექა გონაშვილი ამბობს, რომ რეალურად პრობლემას ადგილობრივი წარმოების არარსებობა ქმნის, რაც მომავალში ხორცს კიდევ უფრო გააძვირებს.  

„აუცილებლად მოიმატებს ფასი. სექტემბერში და ოქტომბერში ფასმა წესით არ უნდა მოიმატოს, რადგან ის სულადობები, რაც ხალხმა მთაში აიყავანა, ბუნებრივ საძოვრებზე, სექტემბერ-ოქტომბერში ჩამოვლენ და ამ პერიოდში შედარებით ჭარბი სულადობა იქნება, მაგრამ, ნოემბრიდან ისევ ცოცხალი საქონლის დეფიციტი იქნება ქვეყანაში და ისევ აუცილებად გაიზრდება ხორცის ფასი”, – ამბობს გონაშვილი.

მისივე თქმით, ადგილობრივი წარმოება უკვე დეფიციტშია და რაც არის, ისიც ქვეყნიდან გადის.

ფერმერები თვლიან, რომ წარმოება სახელმწიფომ უნდა წაახალისოს.

“განვითარებულ და თანამედროვე ჯიშებზე უფრო მეტი აქცენტი უნდა გავამახვილოთ. მოვლა-შენახვის პორობებისთვის ფერმერებს განათლება სჭირდებათ. ასევე უნდა დაიგეგმოს მიზნობრივი პროექტები, რომლებიც მიზანმიმართულად იქნება ორიენტირებული იმაზე, რომ ხელი შეეწყოს ადგილობრივი ხორცის წარმოებას“, – განაცხადა ბექა გონაშვილმა.

შეგახსენებთ, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოდან ექსპორტზე 127 139 სული მსხვილფეხა პირუტყვი გავიდა, აქედან 79 250 სულის ექსპორტი  – აზერბაიჯანში, ხოლო 47 889 სულის ექსპორტი ერაყში განხორციელდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები