„ბავშვს და მშობლებს სახლში უნდა ჰქონდეთ განცალკევებული პირადი სივრცეები“ - 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

გადაცემის ლაივი LIVE

ბავშვებისთვის დამოუკიდებლობის სწავლება და მშობლებისთვის პირადი სივრცის აუცილებლობაგ – ამ თემაზე გადაცემაში”7 რჩევა ფსიქოლოგისგან”ფსიქოლოგმა მარი გოგიაშვილმა ისაუბრა.

რა ასაკიდან უნდა მივაჩვიოთ ბავშვი დამოუკიდებლობას?

ჩვილობის ასაკიდან ადამიანი სოციალური და ემოციური განვითარების რამდენიმე ფაზას გადის. პირველ, ყველაზე ახლო და მნიშვნელოვან კავშირს ჩვილი ამყარებს მშობელთან, ადამიანთან, ვინც მასზე ზრუნავს.

ბავშვს დაბადებიდანვე აქვს მაღალი მოტივაცია იმისთვის, რომ ჩამოიყალიბოს და შეინარჩუნოს მიჯაჭვულობა მასზე მზრუნველ პირთან. ჩვილი იყინებეს მიჯაჭულობას, როგორც სანდო ბაზას. ყველა ბავშვი „ეჯაჭვება“, მაგრამ უსაფრთხო მიჯაჭვულობა დამოკიდებულია ბავშვის საჭიროებებზე.

მშობლის მთავარი მოვალეობაა იზრუნოს შვილზე, მის ჯანმრთელობაზე, უსაფრთხოებაზე, განათლებაზე და ა.შ. თუმცა, მნიშვნელოვანია სად გადის ზღვარი ზემზრუნველობასა და უგულებელყოფას შორის?

რა ზიანი შეძლება მოიტანოს გადაჭარბებულმა მზრუნველობამ?

ჰიპერმზრუნველი მშობელი შვილს ადრეული ბავშვობიდანვე ართმევს არჩევანის თავისუფლებას, ბავშვთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხს წყვეტს თავად;

ზემზრუნველი მშობელი ცდილობს სულ ბავშვის, მოზარდის და შემდგომში ზრდასრული ადამიანის გვერდით იყოს, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით.

მაგ: შვილის მაგივრად მოამზადებს დავალებებს, რადგან ბავშვს ეზარება, რაც არასწორია.

ხელით აჭმევს საჭმელს (მიზეზი: მშობელს ჰგონია, რომ ბავშვს არ შეუძლია).

არ ძლევს ბავშვს პირად სივრცეს(ოთახი,საწოლი) და მოზარდობი ასკშიც კი გვერდით უწევთ. ბავშვს და მშობლებს სახლში უნდა ჰქონდეთ განცალკევებული პირადი სივრცეები.

ყოვლისმომცველი შფოთვის არსებობა ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია, რომ ჰიპერმზრუნველობით გამოწვეული უარყოფითი შედეგები შესაძლოა დადგეს. გადაჭარბებული მზრუნველობით ფაქტიურად ვახრჩობთ ბავშვს და ვარიდებთ  ყველა იმ უნარის დასწავლა-გამომუშავების პროცესს, რომელმაც შემდგომში უნდა განსაზღვროს მოზრდილი ადამიანის  ნორმალური ცხოვრება და ფუნქციონირება. ასეთი ზემზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვს არ აქვს საბაზისო უნარები სირთულეების დაძლევის უნარი, უჭირს სოციალური ურთიერთობები, არ ჰყავს ან ჰყავთ ცოტა მეგობარი.

შედეგად ხშირად ვიღებთ ბავშვებში ქცევით და ემოციურ დარღვევებს. ბავშვი არის კაპრიზული, ყოველთვის საჭიროებს ადამიანს, რომელიც მის გვერდით იქნება და დაეხმარება. ბავშვს თავიდან ვერ ავაცილებთ ფიზიკურ ტრამვებს. მნიშვნელოვანია, დაეცეს, რათა უკეთესად შეძლოს საკუთარი ფიზიკური მონაცემების გარკვევა და გავარჯიშება. მოზარდმა უნდა გამოსცადოს სოციალური წარუმატებლობა, რათა ისწავლოს როგორ მოახერხოს თანატოლებთან სწორი კომუნიკაცია, მათი დამეგობრება და ურთიერთობის შენარჩუნება.

შესაბამისად, ნაცვლად იმისა, რომ ავარიდოთ ყველა სირთულე, სჯობს გავაფრთხილოთ  საფრთხეების არსებობისა და მათი თავიდან აცილებისთვის საჭიროს გზების შესახებ.

ჰიპერმზრუნველი მშობელი შვილზე საუბრისას, როგორც წესი, იყენებს ნაცვალსახელს „ჩვენ“. ამით ის გაუცნობიერებლად  ხაზს უსვამს საკუთარ როლს შვილის ცხოვრებაში, იმას, რომ მის გარეშე ბავშვი ვერ მოახერხებს სირთულის დაძლევას.

მშობლისთვის უფრო ადვილია, თავად გააკეთოს ყველაფერი, ვიდრე დაელოდოს, სანამ ამას ბავშვი, მოზარდი იზამს. ასეთ დროს ბავშვს ვუკარგავთ შესაძლებლობას, შედეგზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოს და ამგვარად მას სხვებზე დამოკიდებულ პიროვნებად ვზრდით.

სამწუხარდ ჩვენს რეალობაში ხშირად ვხვდებით მოზრდილეებს, რომლებსაც ჟერ კიდევ არ შეუძლიათ  დამოუკიდებლად მოქმედება, ჯერ კიდევ მშობლების დირექტივების ქვეშ ცხოვრობენ და ეს გარემო მათთვის ყველაზე უსაფრთხოა. ამიტომაც არ სურთ კომფორტის ზონიდან გამოსვლა, რადგან სხვანაირად ვერ წამოუდგენიათ ცხოვრება. ასეთი მოზრდილები არა არიან რეალიზებულნი, არ აქვთ სამსახური, არ უნდათ მშობლის კალთს მოწყდნენ. ხედავენ რომ ყველფერი კარგად არ არის, მაგრამ ვერ ახდენენ პრობლემის იდენტიფიცირებას და ძალზე იშვიათად აკითხავენ თერაპევტს.

არსებობს მთელი რიგი მიზეზები, რის გამოც მშობელი ვერ ხედავს საკუთარ შვილში ზრდასრულ ადამიანს:

ისინი სამყაროს უყურებენ, როგორც რაღაც საშიშს  შესაბამისად ცდილობენ დაიცვან საკუთარი შვილები საფრთხისგან და არ ტოვებენ არცერთი წუთით მარტო. საკუთარი არარეალიზირებულობა და საკუთარ თავში დაურწმუნებლობა გადააქვთ შვილებზე. შვილი ახდენს მის კომპენსაციას, ის აგრძნობინებს მათ რომ არიან მნიშვნელოვანი ადამიანები და შვილების დამოუკიდებლობას აღიქვამენ, როგორც ცხოვრების აზრის დაკარგავს. ამიტომ ურჩევნით სულ თვალთახედვის არეში ჰყავდეთ მოზარდობაშიც და ზრდასრულ ასაკშიც.

ზოგიერთ შემთხვევაში მშობელი აღიარებს(დაგვიანებით), რომ შვილი უკვე  ზრდასრული ადამიანია და უშვებს,  მაგრამ შვილს არ უნდა წასვლა და ითხოვს ისევ მშობლის კალთაში ყოფნას, რადგან უკვე შემდგომ უჭირს საკუთარი პირადი ურთიერთიბების აწყობა, საკუთარი, ჯანსაღი ოჯახის შექმნა, ეს ხდება იმიტომ, რომ თავის დროზე არ მოხდა მშობელთან მისი ფსიქოლოგიური სეპარაცია.

გადაცემის აუდიოჩანაწერი