LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბავშვი პატარა ასაკიდან მიაჩვიეთ მარტო ძილს, რათა მოზარდობაში არ შეექმნას დამოუკიდებლად ჩაძინების პრობლემები“ – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან 

14
133729894-419549859243356-322171065683768700-n

გადაცემის ლაივი LIVE

როგორ და რა ასაკიდან მივაჩვიოთ ბავშვები დამოუკიდებელ ძილს – ამ ტემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოლოგმა მარი გოგიაშვილმა ისაუბრა.

საიდან იწყება ბავშვის დამოუკიდებლად, მარტო ძილის პრობლემები?

ჩვილობის ასაკში ბავშვი ახლოს უნდა გვყავდეს მაგრამ არა მშობლების საწოლში მას უნდა ქონდეს თავის საწოლი მშობელთან ახლოს. ხშირად მშობლები თავის საწოლში აძინებენ ბავშვებს, რაც არასწორია. როცა ბავშვი ამას ეჩვევა, მას უჩნდება მარტო ძილის პრობლემები უკვე მოზარდობაში. ამიტომ მნიშვნელოვანია თავის კუთხეს თავიდანვე მივაჩვიოთ, რათა შემდგომში განცალკევების შიში არ ქონდეს.

რამდენად მნიშვნელოვანია ძილის რუტინის შემუშვება?

აუცილებელია მშობელმა შეიმუშავოს ძილის რუტინა, რომელიც ბავშვს ძილისა და მშობლის საწოლის ასოციაციას დაურღვევს. ყველას გვაქვს ძილის წინა რიტუალი. ზოგი წიგნს ვკითხულობთ, ზოგი ტელევიზორს ვუყურებთ. ამას თუ არ გავაკეთებთ შეიძლება გაგვიჭირდეს ჩაძინება. ძილის რიტუალი ძილთან ასოციაციის ფუნქციას ასრულებს. ბავშვებში ამის ასოციაციას მშობელი ასრულებს.

მარტო ძილის დასწავლა მნიშვნელოვანია. ეს ბავშვს თავდაჯერებულობასა და დამოუკიდებლობის განცდას ანიჭებს. მშობელი მხადამჭერი უნდა იყოს, რათა დაეხმაროს ბავშვს ამ უნარის გამომუშავებაში.

ხშირად მშობელი თვითონ განიცდის შინაგან კონფლიქტს, მარტო დააძინოს ბავშვი თუ საკუთარ საწოლში დაიწვინოს. რადგან თავად უჭირს განცალკევება ბავშვთან.

ასევე არის შემთხვევები, როცა მშობელი დაკავებულია და დროის უმეტეს ნაწილს სამსახურში ატარებს, ერთ საწოლში ერთად ძილით ახდენს დროის კომპენსაციას, რაც ბუნებრივია არასწორი მიდგომაა. უმჯობესია  მშობელმა და ბავშვმა დაგეგმონ ცალკე დრო, რომელსაც ერთად გაატარებენ.

ბავშვს უნდა ავუხსნად მიზეზები, რატომ უნდა დაიძინოს მარტო. მშობლები ამაშიც უნდა იყვნენ მხარდამჭერები. მაგალითად ვუთხრათ, რომ ეს არის გზა, რომელსაც ყველა ბავშვი გადის და დამოუკიდიბელი ძილი მას უფრო ძლიერს გახდის.

მაგალითად 2-3 წლის ბავშვებთან შეგიძლიათ ჩამოაყალიბოთ შემდეგი რუტინა: მოუყვეთ ზღაპარი. უმჯობესია მშობელი ცალკე სკამზე იჯდეს, როდესაც ზღაპარს უკითხავს. პერიოდულად გააკეთეთ შესვენებები და გადით სხვა ოთახში, რათა ბავშვი მიეჩვიოს ოთახში მარტო ყოფნას.

აღიჭურვეთ მოთმინებითა და სიმტკიცე გამოიჩინეთ. ბავშვი ისწავლის, რომ პირადი სივრცე ყველა ადამიანისთვის აუცილებელი და მნიშვნელოვანია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები