LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბატონი გიორგი ისაკაძის მიწვევას დაუფიქრებლად დავთანხმდი, რადგან ჩემთვის ყოველთვის დიდი პატივია „ღამის სერენადებში“ მონაწილეობა – ნინო სურგულაძე

3
nino-surguladze-art-fm19

გადაცემის ლაივი LIVE

16 ივლისს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემის „არტ-FM“ სტუმარმა ნინო სურგულაძემ საკუთარ შემოქმედებასა და სამომავლო გეგმებზე, მათ შორის სერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე „ღამის სერენადები“ ისაუბრა, რომელიც ზაფხულის ბოლოს აიღებს სტარტს ბათუმში.

– ნინო, სულ ცოტა ხნის წინ, იტალიაში გამართულ კონცერტზე სპეციალური განცხადება გააკეთეთ და უცხოელ თაყვანისმცემელს საქართველოში ჩამოსვლისკენ მოუწოდეთ. თქვენი აზრით, რამდენად აქტუალურია ამგვარი მოწოდება?

– ვფიქრობ, შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით ძალიან აქტუალურია. მიხარია, რომ მოწოდებას უამრავი ადამიანი გამოეხმაურა, თუმცა საქართველოს არც მანამდე აკლდა უცხოელი სტუმრები.

– რამდენადაც ვიცი, ბატონ გიორგი ისაკაძეს განსაკუთრებით სურდა თქვენი მიწვევა „ღამის სერენადებზე“. როგორ მოახერხეთ გადატვირთულ გრაფიკში კიდევ ერთი გამოსვლის ჩატევა?

– გრაფიკი მართლაც ძალიან გადატვირთული მაქვს, მაგრამ ბატონი გიორგის მიწვევას მაინც დაუფიქრებლად დავთანხმდი, რადგან ჩემთვის ყოველთვის დიდი პატივია „ღამის სერენადებში“ მონაწილეობა. ფესტივალი აგვისტოს თვეში გაიხსნება ბათუმში, მერე კი, თბილისში გაგრძელდება. ჩემი საღამო ბატონ ვახტანგ მაჭავარიანთან ერთად  4 სექტემბერს მოეწყობა კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში, რომელიც ძალიან მიყვარს, რადგან არაჩვეულებრივი აკუსტიკა აქვს და ზუსტად ერგება დე ფალიას ულამაზეს ესპანურ ციკლს თავისი ხალხურ მოტივებით და განსაკუთრებული ტემპერამენტით.

– აგვისტოს თვეში კიდევ ერთ მნიშვნელოვანი გამოსვლა გაქვთ ვერდის ფესტივალზე,

– ბედნიერი ვარ, რომ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრმა ამგვარი ფესტივალის მოწყობის ექსკლუზიური უფლება მოიპოვა და სხვა ქართველ, უცხოელ შემსრულებლებთან ერთად, 25 აგვისტოს მეც მივიღებ მონაწილეობას გალა-კონცერტში.

– საქველმოქმედო ფონდი „ნატვრის ხე“ ხომ არ გეგმავს კონცერტის მოწყობას?

– ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ და წლის ბოლოს აუცილებლად მოვაწყობთ საქველმოქმედო კონცერტს მედიცინის დარგში მეტად მნიშვნელოვანი პრემიის „ღისრების გზა“ დამაარსებლებთან ერთად. სწორედ ბატონმა ბესიკ შამუგიამ შემომთავაზა ერთობლივი ღონისძიების მოწყობა, სადაც დაჯილდოვებასთან ერთად ჩვენი ფონდის კონცერტიც გაიმართება. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო საღამო გამოვა, რადგან მსგავსი პრემია არა მხოლოდ მედიკოსებისთვის, პაციენტებისთვის სერიოზული სტიმულია.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები