LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტომობილების ყიდვა-გაყიდვა ერთ სივრცეში – რა პირობებს გთავაზობთ ავტოჰაბი

15
banner news

ადგილი, სადაც ავტომობილის მყიდველი და გამყიდველი ერთნაირი კომფორტით სარგებლობს – “ავტოჰაბში” ყველაფერს საკუთარ თავზე მენეჯმენტი იღებს. უახლოეს მომავალში კი კომპანია მანქანების გაქირავების სერვისსაც დაიწყებს. დეტალებზე ბიზნესნიუსში „ავტოჰაბის“ მენეჯერმა გიორგი ძირკველიშვილმა ისაუბრა.

რას გულისხმობს პირველი “ავტოჰაბი” საქართველოში, რა სერვისს სთავაზობთ მომხმარებელს

– ეს არის მინი ავტობაზრობა, რომელიც თბილისშია, აქ მომხარებლებს შეუძლიათ, გააჩერონ თავიანთი ავტომობილები. შემდეგ ჩვენ მათ რეალიზაციას მოვახდენთ. ეს კომფორტულია იმ სეგმენტისთვის, რომლებსაც არ აქვთ დრო, სამსახურის ან სხვა მიზეზების გამო დაკავდნენ ამ საკითხით, ტელეფონს უპასუხონ, გაყვნენ კლინეტებს… ჩვენ ყველა ამ პროცესზე ვიღებთ პასუხისმგებლობას. განცხადებებს განვათავსებთ ინტერნეტში, ჩვენს საიტზე, ფბ გვერდზე, დაგვიკავშირდებიან, როგორც პოტენციური კლიენტები, ჩვენი დახმარებით ავტომობილების დიაგნოსტირებას მოახდენანენ. ანუ სრულ სერვისს საკუთარ თავზე ვიღებთ

ამ ინიციატივთ ბაზარზე შემოსვლა რატომ გადაწყვიტეთ 

– რადგან ბევრი ადამიანია, რომელიც მუშაობს, ან ბიზნესსაქმიანობას ეწევა, ცდილობს, რომ ოპტიმალურად გამოიყენოს თავისფლია დრო. შესაბამისად, მას აღარ რჩება დრო ამ პროცესისთვის. ამან გამოიწვია სერვისის საჭიროება. მსგავსი მომსახურება უძრავი ქონების ბაზარზე დიდი ხანია არსებობს და წარმატებული ბიზნესია.

როგორ და რა პირობებით შეუძლიათ თქვენთან ავტომანქანის შეძენა

– ჩვენთან ამ ეტაპზე შეიძლება ნებისმიერი ტიპის ავტომობილის შეძენა გარდა სპეცტექნიკისა. ყველა ავტომობილი არის ძალინ კარგ მდგომარეობაში. რეალიზაციამდე ვამოწმებთ მას, თუ ტექნიკურად არ არის კარგ მდგომარეობაში, მათ შორის გარბენის ნამდვილობას. ანუ მომხმარებელს მშვიდად შეუძლია, ჩვენთან ავტომობილის არჩევა. ის რამდენიმე ეტაპზე მოწმდება. რაც შეეხება პირობებს, ავტომობილები იყიდება როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ისე “ევროკრედიტის” სწრაფი ავტოსესხით. დამტკიცების დრო 30 წუთია.

თუ გამყიდველია, ამ შემთხვევაში რა პირობები გაქვთ

– ეს მომსახურება სპეციალურად მათთვისაა. თქვენს გასაკეთებელს სხვა აკეთებს და ამაზე იღებს პასუხისმგებლობას. ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ ავტომობილის ყველაზე პოპულარულ ადგილას განთავსებას, მის დაცვაზე ვიღებთ პასუხისმგებლობას, ასევე რეცხვასა და მოწესრიგებაზე. პირველი ერთი თვე გაჩერება უფასოა. ავტომობილის გადაფორმება ჩვენივე ტერიტორიაზე მოხდება.

თუ მიდის ახალ პროექტებზე მუშაობა ამ დროისთვის

– სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ვცდილობთ, გავზარდოთ ავტოჰაბი, რათა უფრო მეტი არჩევანის საშუალება მივცეთ ხალხს. ჩვენ მალე ბაზარზე როგორც ავტომობილების გამქირავებელი კომპანია ისე შემოვალთ და უფრო დაბალ ფასებს შევთავაზებთ მომხმარებელს, ვიდრე დღეს ბაზარზეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები