LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტობიზნესი საქართველოში საკმაოდ მომგებიანია – მანქანა ფუფუნების საგანი აღარ არის

18
page1-2019-10-18-08-26-53-854254

რამდენად წარმატებულია საქართველოში ავტობიზნესი და როგორია კონკურენცია ამ სფეროში – ამ და სხვა საინტერესო ავტოთემებზე „ბიზნესნიუსის“ ეთერში კომპანია „ავტო იმპორტ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა გურამ როსტიაშვილმა და ამავე კომპანიის დირექტორმა შოთა აბჟანდაძემ ისაუბრეს.

მომგებიანია ავტობიზნესი საქართველოში? როგორი კონკურენციაა ამ სფეროში?

– ეს არის საკმაოდ კონკურენტუნარიანი სფერო. უკვე ბევრი კომპანია ფუნქციონირებს ჩვენს ქვეყანაში, რომელიც ავტომობილების იმპორტს ახორციელებს. ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა ავტომობილების გაყიდვები, რაც ცხადია, ამ სფეროს წარმატებაზე მეტყველებს. თუ ადრე ავტომობილი იყო ფუფუნების საგანი, დღეს ყველა ვთანხმდებით, რომ ეს არის საჭიროება. შესაბამისად, ამ მიმართულებით მომუშავე კომპანიებს შორის არის ჯანსაღი კონკურენცია. ჩვენ ყველანი მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მომხმარებელს მივაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია ავტომობილებთან დაკავშირებით და მივაწოდოთ დახვეწილი პროდუქტი.

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველო არის ავტოჰაბი რეგიონში, ჩვენიდან მანქანები ექსპორტზე გადის: აზერბაიჯანში, სომხეთში, უკრაინასა და ყაზახეთში.

როდის დაარსდა თქვენი კომპანია და საქართველოს მასშტაბით სად გაქვთ ფილიალები?

-„ავტო იმპორტ ჯორჯია“ დაარსდა 2017 წელს. ის ხაზი, რაც დღესაც მოგვყვება 2017 წლიდან – ეს არის მომხმარებლის კმაყოფილება. ჩვენ ორიენტირებულნი ვართ, რომ მომხმარებელი დავტოვოთ კმაყოფილი და შევთავაზოთ, მაქსიმალურად კარგი სერვისი. სწორედ ამან განაპირობა ჩვენი გაზრდა და წარმატება. წარმატება არ გამოიხატება მატერიალურში, ფულში.. პირადად ჩვენთვის, წარმატება არის კმაყოფილი კლიენტი და კომპანიის ცნობადობა.

რაც შეეხება ფილიალებს, გვაქვს 3 წარმომადგენლობა – თბილისში, გორსა და ფოთში. ფოთის ოფისი არის ძალიან მნიშვნელოვანი და განსხვავებული ფორმატის. როცა მომხმარებელი ჩადის ფოთში ავტომობილის ჩამოსაყვანად, მისთვის იქაური გარემო უცხოა. ამიტომ, როდესაც მიდის ჩვენს ოფისში, ჩვენი თანამშრომლები მაქსიმალურად ეხმარებიან ყველაფერში და თუ არის იმის შესაძლებლობა, რომ უფრო დროულად გამოუყვანონ მანქანა, თვითონვე იღებენ ამ პროცესში მონაწილეობას.

რა გზა გაირეთ ამ წლების განმავლობაში, რომ მომხმარებლის ნდობა მოგეპოვებინათ?

ჩვენი გზა დაფუძნებული იყო გამჭვრივალობაზე და ასევე კონკურენტუნარიანი ფასის შენარჩუნებაზე. ვფიქრობ, რომ საკმაოდ კონკურენტუნარიანი კომპანია ვართ. ჩვენი ფასები ყოველთვის სტაბილურია. ყოველთვის ვაკონტროლებთ ბაზარზე არსებულ ფასებს და არასდროს არ ვცდილობთ, რომ კომპანიას მოვუტანოთ ერთჯერადად დიდი მოგება. ჩვენი ორიენტირი არის მომავალი, ჩვენი ორიენტირი არის ის რომ გავზარდოთ გაყიდვები, გვყავდეს უფრო მეტი კმაყოფილი მომხმარებელი …

რომელ ქვეყნებთან თანამშრომლობთ? საიდან ჩამოგყავთ ავტომობილები?

-იმპორტს რაც შეეხება, არ გვაქვს შეზღუდვა. ნებისმიერ ადგილას, სადაც არ უნდა იდგეს ავტომობლი, შეგვიძლია რომ საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიყვანოთ ის. არ ვართ შეზღუდულები, შეგვიძლია ჩამოვიყვანოთ ნეისმიერი ბრენდის, ზომის და ფორმის ავტომობილი. თუმცა, აქცენტს ძირითადად კორეის ბაზარზე ვაკეთებთ. კორეის პლატფორმა გვაძლევს შესაძლებლობას, რომ აქედან არადაზიანებული მანქანები ჩამოვიყვანოთ და ალბათ, ესეც გამოგვარჩევს ქართულ ბაზარზე არსებული კონკურენტი კომპანიებისგან.

2020 წელს რა გეგმები და მიზნები გაქვთ?

– „ავტო იმპორტ ჯორჯია“ გეგმავს გაფართოებას. ვაპირებთ, ბათუმსა და ქუთაისში ოფისების გახსნას. ასევე სხვადასხვა ახალი სერვისის დანერგვას, როგორიც არის: ავტოსერვისი, ტერმინალიდან გამოყვანის სერვისი და სხვა.. მოკლედ, ძალიან დიდი გეგმები გაქვს 2020 წელს და ვფიქრობთ, ეს გეგმები განხორციელებადი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები