LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ავერსის” სეზონური შეთავაზებები – რა ელის მომხმარებელს – სილამაზის აკადემია

25
IMG-0164

“ავერსის” სეზონური შეთავაზებები – რა ელის მომხმარებელს – გადაცემის „სილამაზის აკადემია“ სტუმრები არიან „ავერსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ლალი ბრეგვაძე და დერმატოლოგიური ბრენდების წარმომადგენელი მარიამ ივანიაძე.

რა პროდუქტებზეა დღეს მოთხოვნა მომხმარებლის მხრიდან?

მარიამ ივანიაძე:
ზაფხულია და ჩვენი კანი გადის ადაპტაციას მზის სხივების მიმართ, შესაბამისად მოთხოვნა მომხმარებლის მხრიდან იზრდება მზის დამცავ პროდუქტებზე, ასევე კანის სკრაბებსა და დამატენიალებელ საცხებზე. ასევე, ჩვენი მომხმარებელი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თმის მოვლის საშუალებებს.

 

ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტუალურია SPF -ის მოხმარება. კანის დაცვა არის აუცილებლი და ამ შემადგენლობის საცხები ასევე აითვისა მომხარებელმა. სხვათაშორის გვაქვს BB კრემები, რომლებიც ასევე შეიცავენ SPF-ს.

რა შეთავაზებები გაქვთ მომხარებლებისთვის?

ლალი ბრეგვაძე:
28 აგვისტოს ჩათვლით ავერსის სააფთიაქო ქსელში განსაკუთრებული შეთავაზება გვაქვს ჩვენი მომხმარებლებისთვის, წამყვან კოსმეტიკურ და მოვლის ბრენდებზე მოქმედებს 20-30%იანი ფასდაკლება. მომხმარებლებს აქვთ საშუალება შეიძინონ მათი რჩეული პროდუქტები საუკეთესო ფასად, ასევე დამატებით საჩუქარს ვუმზადებთ, მომხარებელი, რომელიც შეიძენს 20 ლარიდან ზევით პროდუქციას, დამატებით დასაჩუქრდება წინასწარ შედგენილი სპეციალური სასაჩუქრე სიიდან, საიდანაც თავად შეარჩევს საჩუქარს.

 

კონკრეტულად რა საჩუქრებზეა საუბარი?

საჩუქრების სიაში შეგხვდებათ როგორც სილამაზის პროდუქტები, შხაპის გელები, შამპუნები, თმის საღებავები, ჰიგიენის საშუალები, დეოდორანტები და სხვა უამრავი პროდუქტი, ასევე ბავშვთა კვების და მოვლის პროდუქტებიც, აქცია გვაძლევს საშუალებას მომხმარებლები ორმაგად დავასაჩუქროთ როგორც ფასდაკლებით ასევე + საჩუქრებით.

მარიამ ივანიაძე:
აღნიშნულ აქციაში ჩართულია ყველა წამყვანი კოსმეტიკური ბრენდი: ნორევა, დერმედიკი, საოცარი კორეული ბრენდები, მესაუდას დეკორატიული კოსმეტიკა, თმის მოვლის საშუალებები, ყველა ბრენდი მონაწილეობს სრული ასორტიმენტით, ამასთანავე ჩვენ მომხმარებლებს ვთავაზობთ სიახლეებს ჩვენს ასორტიმენტში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები