LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არსებობს თუ არა საფრთხე ძუძუს პლასტიკასთან დაკავშირებით – სილამაზის აკადემია

5
matitashvili-news

გადაცემის ლაივი LIVE

არსებობს თუ არა საფრთხე ძუძუს პლასტიკასთან დაკავშირებით – ამ თემაზე სხვადასხვა მოსაზრება არსებობს.”კარაპს მედლაინის” პლასტიკურმა ქირურგმა კოტე მათითაშვილმა მარტა ქარუმიძის გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ ძუძუს პლასტიკასთან დაკავშირებით ვრცლად ისაუბრა.

რა სახის იმპლანტები არსებობს?

ჩვენს ქვეყანაში, რესპექტაბელურ კლინიკებში გამოიყენება ევროპასა ან აშშ-ში სერთიფიცირებული ან აპრობირებული იმპლანტები, რაც ლეგალურად შემოდის ქვეყანაში და რის შესახებაც ინფორმირებულია ჩვენი მომხმარებელი. იმპლანტი ძირითადად მუდმივია, იცვლება მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაში, მათ შორის როცა ხდება მისი მექანიკური დაზიანება, ან გარეგანი ტრავმის შედეგად მისი დაზიანება. ადრე რეკომენდებული იყო 6-დან 8 წლამდე პერიოდში იმპლანტის შეცვლა, თანამედროვე იმპლანტების შემთხვევაში კი ასეთი მოთხოვნები არ არსებობს.

ჩვენ პაციენტს მისი ანატომიური აღნაგობიდან გამომდინარე, ვურჩევთ რა არის მისთვის რეკომენდებული, რათა ჰქონდეს კარგი შედეგი. ამისთვის არის საზომი იმპლანტები, რისი საშუალებითაც პაციენტი ნახულობს რა ზომისა და ფორმის ძუძუ შეიძლება მიიღოს ოპერაციის შემდგომ. ხელმეორედ იმპლანტის ფორმისა ან მოცულობის შეცვლა შესაძლებელია.

რა პერიოდი სჭირდება ძუძუს პლასტიკის რეაბილიტაციას?

დაახლოებით 6 თვე, თუმცა რაც დრო გადის მით უფრო ელასტიური და ბუნებრივი ხდება ქსოვილი. ამ პერიოდში პაციენტი არანაირ დისკომფორს არ განიცდის. ჩვენი და საერთაშორისო რეკომენდაციაა,  პაციენტი მივიდეს ექიმთან კონსულტაციაზე და 6-8 თვეში ერთხელ გაიაროს ულტრაბგერითი კვლევა.

არსებობს მოსაზრება, რომ ძუძუს პლასტიკამ შესაძლოა გამოიწვიოს ძუძუს კიბო…

თუკი ძუძუს იმპლანტი იწვევს ძუძუს კიბოს, მაშინ მსოფლიოში  პლასტიკა არ გაკეთდებოდა. პაციენტი ასეთ დროს მეტ ყურადებას აქცევს ძუძუს, მას აქვს რეკომენდაციაც, რომ 6 თვეში ერთხელ გაიაროს კონსულტაცია. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ავთვისებიანი ან კეთილთვისებიანი სიმსივნის განვითარების დროული დიაგნოსტიკის პრევენცია. შესაბამისად, ასეთ დროს დაგვიანებული კიბოს დიაგნოსტირება შემცირებულია. თუმცა, ერთ-ერთმა ბოლო კვლევამ დაადასტურა, რომ თუკი იმპლანტი დაზიანებულია ესეც საყურადღებოა.

რა ასაკში იკეთებენ ყველაზე ხშირად ძუძუს პლასტიკას?

თუ სტატისტიკას გადავხედავთ, დაახლოებით 25-დან 45 წლამდე მანდილოსნები იკეთებენ ძუძუს პლასტიკას. თუმცა, ძირითადად ეს ხდება მაშინ, როცა ადამიანი სარკეში იხედება და არ მოსწონს მკერდის ფორმა. დიდი გავლენა აქვს ოჯახის ფაქტორს, როცა ეუბნებიან: არ გჭირდება, ისედაც კარგად გამოიყურები, ჯერ ადრეა და ა.შ.

არავინ დედამიწაზე არანაირ პლასტიკურ ოპერაციას არ იკეთებს პარტნიორის გამო, ჩვენ ადამიანები შინაგანად ჩვენთვის ვცხოვრობთ, ხშირად ეს გვჭირდება თავდაჯერებულობისვის.

უშლის თუ არა ძუძუს იმპლანტი ლაქტაციას ხელს?

იმპლანტი თავსდება კუნთქვეშა სივრცეში, ასე მეტად დაცულია პაციენტიც და იმპლანტიც. ის იზოლირებულია სარძევე ჯირკვლებისა და სარძევე სადინრებისგან, რაც ბავშვის კვებასთან არის დაკავშირებული, ამიტომ ძუძუს იმპლანტაციის შემდგომ ლაქტაციას ხელი არ ეშლება.

ამ თემასთან მიმართებაში უცნაური კითხვები თუ აქვთ?

მაგალითად გვეკითხებიან, აუზში ტივტივებს თუ არა, ან თვითმფრინავში ხომ არ სკდება ძუძუს იმპლანტი, რაც ბუნებრივია წარმოუდგენელია.

გახსოვდეთ:

  • საქართველოში გამოიყენება ევროპასა ან აშშ-ში სერთიფიცირებული ან აპრობირებული იმპლანტები
  • ძუძუს პლასტიკის რეაბილიტაციას დაახლოებით 6 თვე სჭირდება
  • საერთაშორისო რეკომენდაციის თანახმად, პაციენტი 6-8 თვეში ერთხელ უნდა მივიდეს ექიმთან კონსულტაციაზე და გაიაროს ულტრაბგერითი კვლევა
  • იმპლანტის ფორმისა ან მოცულობის ხელმეორედ შეცვლა შესაძლებელია
  • ძუძუს პლასტიკა არ იწვევს ძუძუს კიბოს, თუმცა ერთ-ერთმა ბოლო კვლევამ დაადასტურა, რომ საყურადღებოა თუ იმპლანტი დაზიანებულია
  • ძუძუს იმპლანტი ხელს არ უშლის ლაქტაციას

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები