LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არსებობს შემთხვევები, როცა სახის კანის წმენდა დაუშვებელია” – სილამაზის აკადემია

10
tatia-gigiloshvili-silamzis-akademia

გადაცემის ლაივი LIVE

როგორ უნდა მოუაროთ სახეს, კანის ტიპების მიხედვით – გადაცემის “სილამაზის აკადემია” სტუმარია ექიმი კოსმეტოლოგი თათია გიგილოშვილი.

რა ტიპის კანი არსებობს?

არსებობს კანის ძირითადი 4 ტიპი: შრალი, კომბინირებული, ნორმალური და ცხიმიანი. ყოველივეს თავისი მახასიათებელი აქვს და სპეციფიკურ მოვლას მოითხოვს. ნორმალური კანის დროს ცხიმისა და ტენის შემცველობა მასში დაბალანსებულია და კანი იშვიათად ღიზიანდება.
მშრალი კანი მოითხოვს განსაკუთრებულ მოვლას, რადგან მეტისმეტად მგრძნობიარეა, აუცილებელია მისი რეგულარული დატენიანება, დაცვა მზისაგან, ქარისაგან და სხვა გარემო ფაქტორებისაგან.
მშრალი ტიპის კანისათვის სასურველია გამოყენებული იქნა აქტიური დამატენიანებელი საშუალებები,რომლის შემადგენლონაშიც იქნება ისეთი ზეთები, როგორიცაა არგანი, ქაცვი, ბროწეულის ზეთი, ნუშის ზეთი, ვიტამინი E. ასევე, ძალიან კარგი აღდგენისა და რეგენერაციის საშუალება გააჩნია შიას.

კომბინირებული კანი გარკვეულ უბნებზე ცხიმიანი და სხვა დანარჩენზე მშრალია, ან ნორმალური, შეიძლება ასევე იყოს მგრძნობიარე, ამ დროს აუცილებლად გამოყენებული უნდა იქნას კომბინირებული ტიპის საცხები.
ცხიმიანი კანისთვის დამახასიათებელია თვალშისაცემად მსხვილი ფორები, ჭარბი ცხიმი მკვდარ უჯრედებსა და მტვერთან ერთად ცხიმი ჯირკვალში წარმოქმნის საცობებს ეგრეთ წოდებულ (კომოდონებს). კოსმეტიკური საშუალებების გამოყენესისას უმთავრესია არ მოხდეს ფორების დახშობა და შენარჩუნდეს ბალანსი. რაც შეეხება, ცხიმიანი კანის მოვლის საშუალებებს ამ დროს უპირატესი მნიშვნელობა ენიჭება საცხებს, რომლებიც ცხიმის ჯირკვლების სეკრეციას დაარეგულირებენ, ცხიმიანი და პრობლემური კანის ყოველდღიური მოვლის საშუალებებში გამოყენებული უნდა იქნას ისეთი მჟავა-კომპრესები, როგორიცაა გლიკოლის მჟავა, აზელაინის მჟავა და სხვ. ასევე, მნიშვნელოვანია შემადგენლონაში იყოს თუთია, ცინკი, მწვანე ჩაის ხის ზეთი, პროპოლისი და ალოე.

როგორ უნდა გავიწმინდოთ სახე?

სახის წმენდის რამოდენიმე მეთოდი არსებობს: მექანიკური, აპარატურული, ქიმიური და ლაზერული. მექანიკური წმენდის დროს გამოიყენება როგორც აპარატები, ასევე ხდება ხელით წმენდა, ამ წმენდის პროცესს ვუწოდებთ სწორედ ღრმა წმენდას. ზედაპირულ წმენდას რას შეეხება, ამ დროს ხდება მხოლოდ აპარატებისა და სხვადასხვა სახის ნიღბების გამოყენება.აპარატებიდან შეიძლება გამოყენებული იქნას ვაკუუმი, ბრაშინგი, ულტრაბგერითი სკრაბინგი, მიკროდერმაბრაზია და სხვ. ქიმიური სახის წმენდა გულისხმობს ქიმიური პილინგების მეშვეობით კანის ზედა ფენის მოცილებას და კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავების სტიმულაციას.

არსებობს შემთხვევები, როცა კანის წმენდა დაუშვებელია, მაგალითად, როცა გვხვდება ჰერპესისა და ეგზემის გამწვავება, ინფექციური დაავადებები და ცხელებით მიმდინარე პროცესები. ზოგადად კანის წმენდა მიზანშეწონილია ყველა ტიპის კანისათვის 15 წლის ასაკიდან, კანის ტიპიდან და ზოგადი მდგომარეობიდან გამომდინარე.

გადაცემის აუიდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები