LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არის თუ არა საქართველო ხორბლის დეფიციტის წინაშე და გაძვირდება თუ არა პური

3
ხორბალი

მთავრობა ხორბლის შემოტანის ალტერნატიულ გზებს ეძებს და ყახაზეთთან მოლაპარაკებებს აქტიურად მართავს. ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ყაზახეთის ხორბლის ექსპორტიორი მსხვილი სახელმწიფო კორპორაციის „პროდკორპორაციის” მმართველთა საბჭოს თავმჯდომარეს უკვე შეხვდა.

თურნავას თქმით, ყახაზეთიდან ხორბლის იმპორტის ზრდა საქართველოს ბაზარზე მოგვცემს შესაძლებლობას, გავზარდოთ ხორბლის მარაგები.

მან იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკებები ყაზახეთთან წარმატებით დასრულდება და უკვე წელს ყაზახეთიდან ხორბალი კონკურენტულ ფასად შემოვა.

ამ თემაზე კომენტარს აკეთებს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეც. გელა ხანიშვილის თქმით, წელს ხორბლის მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 140-150 ათასი ტონაა.

“ჩვენ 80%-85%-ით იმპორტირებულ ხორბალზე ვართ დამოკიდებული და ბუნებრივია, უნდა გავზარდოთ მოსავლიანობა, ნათესი ფართობები, თუმცა ამასთანავე მიმზიდველიც უნდა გავხადოთ. ჩვენ ვაკეთებთ ისეთ წინასწარ ღონისძიებებს, რომ ფერმერმა ხორბალი მიიღოს და გაყიდოს წარმატებულად. სწორედ ამისთვის კახეთში 84 ათასი კვ.მ სასაწყობო ფართი გაკეთდა და ამ მხრივ სამუშაოებს კვლავ გავაგრძელებთ”, – განაცხადა ხანიშვილმა.

რაც შეეხება პურის ფასის შესაძლო გაძვირებას, მისი თქმით, ამის თქმის საფუძველი ამ ეტაპზე არ არსებობს.

„ჩვენი ეკონომიკის პრობლემა ხორბალთან დაკავშირებით დამოკიდებულია მსოფლიო ბაზრებზე. არც რუსეთის, არც საქართველოს ხორბალი ამოგლეჯილად არ განიხილება; როდესაც მსოფლიო ფასები იზრდება ბუნებრივია ქართული ბაზარიც მისდევს ამ ფასებს. მსოფლიოს 2018 წელს ჰქონდა ხორბლის რეკორდული მოსავალი, 80 მლნ ტონაზე მეტი ხორბალი ჰქონდა იგივე რუსეთს და წელს ნახევარი ტონით მეტი მოვა თუ ნაკლები, ის არ წყვეტს ფასებს და არ მგონია, რომ ჩვენ ფასების გაძვირებაზე უნდა ვიფიქროთ”, – აცხადებს მინისტრის მოადგილე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები