LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არის შანსი იმპორტირებული ავეჯი საქართველოში, ადგილობრივით ჩანაცვლდეს – Homemade

6
გ

Homemade (ჰოუმმეიდი) საქართველოში პირველი კომპანიაა, რომელმაც მოწნული ავეჯის წარმოება დანერგა. ის მომხმარებელს სთავაზობს: ხარისხს, კომფორტს, ორიგინალურ დიზაინს და გეგმავს, რომ ქვეყანაში იმპორტირებული ავეჯი, ქართული წარმოებით სრულად ჩაანაცვლოს. აღსანიშნავია, რომ „ჰოუმმეიდში“ ავეჯის 90% შეადგენს ნატურალური ხის ავეჯს. სწორედ აღნიშნული კომპანიის დამფუძნებელი დავით ცერცვაძე იყო „ბიზნესნიუსის“ სტუმარი, რომელმაც „ჰოუმმეიდის“ საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

– როგორც ვიცი,ჰოუმმეიდი  საქართველოში პირველი კომპანიაა, რომელმაც დანერგა მოწნული ავეჯის წარმოება. როდის გამოჩნდით ქართულ ბაზარზე და რას სთავაზობთ მომხმარებელს?

– პირველი ვართ ნამდვილად, ვინც მოწნული ავეჯის წარმოება დაიწყო, ეს იყო 3 წლის წინ და ამით დავიწყეთ ჩვენ ავეჯის წარმოების ბიზნესი, თუმცა ამ ეტაპზე უკვე ბევრ მიმართულებას მოვიცავთ, როგორიცაა: რბილი ავეჯი, ხე, რკინა… ავეჯის თითქმის ყველა სპექტრს ვაერთიანებთ. საქმიანობა დავიწყეთ პატარა წარმოებით და ასევე პატარა მაღაზიით, დღეისათვის კი უკვე 2000 კვადრატული მეტრის ფართობის მაღაზიას ვფლობთ და მოვიცავთ, როგორც უკვე გითხარით, ავეჯის ფართო სპექტრს…

– თუ გყავთ ბაზარზე კონკურენტები და რითი გამოირჩევით მათგან?

გამოვირჩევით შემდეგით: ერთ სივრცეში ასეთი თავმოყრილი ავეჯის ყველა მიმართულება, თანაც ქართული წარმოების, სხვა არ არის. ჩვენთან დამკვეთს, მაგალითისთვის დიდ სასტუმროს, რესტორანს შეუძლია მოვიდეს და ნახოს ყველა ტიპის ავეჯი, რაც მას აინტერესებს, დაწყებული გარე ავეჯით და დამთავრებული შიდა ავეჯით. ჩვენთან ყველა საჭირო ნივთის ერთად შეძენაა შესაძლებელი. გარდა ამისა, ჩვენი დიზაინერები დამკვეთს დაეხმარებიან სასურველი სივრცის მოწყობაში. უამრავი საშუალება გვაქვს, რომ ნებისმიერი კლიენტის გემოვნებას, პროექტსა და ბიუჯეტს მოვერგოთ. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენს კლიენტს ყველა პროდუქტზე ვთავაზობთ ხარისხზე გარანტიას.

– რამდენად მზარდია საქართველოში ავეჯის ბიზნესი და თუ არის მომგებიანი ეს სექტორი?

საქართველოში ავეჯის ბიზნესი მზარდია, რადგან ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ საკმაოდ დიდია წილი იმპორტირებული ავეჯის და ჩვენი მიზანი არის ზუსტად ეს, რომ ნელნელა ქართული ავეჯის წილი გაიზარდოს.. ამის პოტენციალი არსებობს, მთავარია ქართულმა წარმოებებმა შევძლოთ გემოვნებიანი, დიზაინერული და ხარისხიანი პროდუქციის წარმოება. თუ ამ ეტაპებს გავივლით და დავაკმაყოფილებთ, საკმაოდ დიდი ბაზარია, მხოლოდ იმპორტირებული პროდუქციაც რომ ჩავანაცვლოთ, საკმაოდ მომგებიანი ბიზნესი შეიძლება იყოს ავეჯის წარმოება.

– რამდენი ტიპის ავეჯს აწარმოებთ და წარმოებისას რა ნედლეულს იყენებთ? ადგილობრივია ეს ნედლეული, თუ იმპორტირებული?

ვიყენებთ, როგორც ქართული წარმოების ნედლეულს, ისე იმპორტირებულს. მაგალითად, წიწვოვანი მასალა რუსეთიდან ჩამოგვაქვს, თუმცა გვაქვს ქართული წიწვოვანი ნედლეულიც… წიფელა ყოველთვის ქართული გვაქვს, ასევე ქართულ ლითონს, ტყავს ვიყენებთ. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ თუ რამე საქართველოში იწარმობა სწორედ ის გამოვიყენოთ… რაც შეეხება ავეჯის სახეობებს, ჩვენთან იწარმოება: როგორც გარე ავეჯი, ასევე შიდა ავეჯი: რბილი ავეჯი, საწოლები, მაგიდები, სკამები, ტახტები, კარადები…

– მოთხოვნა რამდენად არის ქართული წარმოების ავეჯზე?

ჩვენ ვცდილობთ დავნერგოთ, რომ ქართული ნიშნავს ხარისხსს. რა თქმა უნდა, არის მთელი ტექნოლოგური ხაზები, რაც ჩვენ არ გვაქვს და ვერ ვაკეთებთ რაღაცას. თუმცა, რასაც ვაკეთებთ ამაზე ვართ პასუხისმგებლები რომ არის ხარისხიანი, ერთი წელი მაინც გარანტიას ვაძლევთ ხარისხზე….

– სად ხდება რეალიზაცია? მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე, თუ ექსპორტზეც გადიხართ ?

გაყიდვების კუთხით, ჩვენთვის ძირითადი არის ადგილობრივი ბაზარი. თუმცა, ყოფილა შემთხვევები ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან: სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან, ჩვენი მცდელობების გარეშე, მოწონებიათ და წაუღიათ „ჰოუმმეიდის“ ავეჯი. ჩვენ თვითონ ჯერჯერობით აქცენტს არ ვაკეთებთ ექსპორტზე, ვინაიდან  წარმოება უფრო რთულია ვიდრე რეალიზაცია, დიდი პრობლემაა კვალიფიციური მუშახელი.. დღემდე სულ ვეძებთ ასეთებს. წარმოების გაფართოება ძალიან ჭირს მუშახელის სიმცირის გამო, ამიტომ ექსპორტზე ფიქრი ჯერ ნაადრევია.  ჯერ ორინეტირებული ვართ იმპორტირებული პროდუქციის ჩანაცვლებაზე.. თუმცა, თავისუფლად შეიძლება ექსპორტზე ფიქრიც, ვინაიდან ვინც გვყოლია უცხოეთიდან სტუმრები, ფასებიდან და ხარისხიდან გამომდინარე, ძალიან ბევრს გასჩენია სურვილი, რომ ასეთი ავეჯი ევროპაშიც იყოს წარმოდგენილი…

– სად გაქვთ საწარმო და რამდენ ადამიანს ასაქმებთ?

გვაქვს 2 საკუთარი საწარმო : ქუთაისსა და თბილისში – გლდანულაში. ასევე ვთანამშრომლობთ მცირე ზომის საწარმოებთან, ესეთი თბილისში 4-5 იქნება, რომლებიც ჩვენს პროდუქციაზე მუშაობენ. ჩვენ ვაძლევთ დიზაინს, მასალას და უბრალოდ შესრულებაა მათი. სულ ვეძებთ რაიონებში ასეთ მწარმოებლებს, წაღვერშიც გვყავს, კასპშიც ასეთი მწარმოებელი ხელოსნები, რომლებიც სულ ჩვენს დაკვეთებზე მუშაობენ. დიდი სიამოვნებით დავასაქმებთ კიდევ სხვებსაც, თუ იქნებიან ასეთები…

– როგორი იყო გასული წელი თქვენი კომპანიისთვის და რა გეგმები გაქვთ მიმდინარე, 2020 წელს?

წარმატებული იყო იქიდან გამომდინარე, რომ 2019 წლის დასაწყისში რა პროდუქციაც გვქონდა, დღეს 2-ჯერ მეტი გვაქვს შოურუმში წარმოდგენილი. ჩვენ თვითონაც ვიზრდებით, დიზაინერებიც, მწარმოებლებიც… ნელნელა ვქმინთ უფრო ხარისხიან პროდუქციას, უფრო საინტერესოს… შესაბამისად, ეს იწვევს გაყიდვების ზრდასაც.. ჯამში, 2019 იყო წარმატებული. რაც შეეხება 2020 წელს, გეგმები ძალიან ბევრი გვაქვს. მაგალითისთვის, მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ მსხვილ სასტუმროებთან, რომლებიც შეიძლება მთლიანად ჩვენი ავეჯით დაკომპლექტდეს…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები