LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანდრია გველესიანი: „არ გამოვრიცხავ, რომ ამ ორი სიმღერიდან რომელიმე ნომინაციაში მოხვდეს“

„მუსიკალური დაჯილდოების ცერემონია „ოქროს ტალღა“ არტისტებისთვის დიდი მოტივაციაა. გვეძლევა შესაძლებლობა ჩვენი ნამუშევარი მაყურებელმა და მსმენელმა შეაფასოს და ჯილდო დავიმსახუროთ. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი სიმღერები „კუნძული“ და „თოლია“ ცერემონიის სიმღერათა ჩამონათვალშია. ბევრი გულშემატკივარი გამოხატავს შეფასებას და კმაყოფილი ვარ მხოლოდ იმითაც, რომ ბევრად მეტმა ადამიანმა მოისმინა ეს სიმღერა. კომენტარები დადებითია. რაც ეხება მოლოდინს… არ გამოვრიცხავ, რომ ამ ორი სიმღერიდან რომელიმე ნომინაციაში მოხვდეს. ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის არის, რომ გეზი რაც არჩეული მაქვს, საავტორო მუსიკას ვგულისხმობ, არ შემიცვლია. ორივე სიმღერის ავტორი მე ვარ. გასულ წელს საკმაოდ საინტერესო ნომინაციები იყო და დარწმუნებული ვარ წელსაც ასე იქნება. ორივე სიმღერა განსხვავებულია, მაგრამ ორივე საზაფხულო“ – რადიო „ფორტუნას“ ეთერში ანდრია გველესიანმა „ოქროს ტალღის“  შესახებ ისაუბრა. საკუთარი სიმღერების ავტორი და შემსრულებელი არ გამორიცხავს მისი სიმღერებიდან ერთ მაინც, მუსიკალური დაჯილდოების რომელიმე ნომინაციაში მოხვდეს.

ოქროს ტალღის წარმდგენია ლიდერ ფუდი. პარტნიორები: ოფიციალური ავიაგადამყვანი „თურქიშ ეარლაინსი“, ბალნეოლოგიური კურორტი თბილისი სპა. საინფორმაციო მხარდამჭერი რუსთავი 2“.