LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი თაობის ტრანსპლანტოლოგები და უცხოელი პაციენტები „თალიზში“

10
talizi

11 მარტს რადიო „ფორტუნას“ და გვანცა ლაღიძის გადაცემას „წარმატების ფორმულა“ თმის ტრანსპლანტოლოგი, კლინიკა „თალიზის“ დირექტორი და მთავარი ქირურგი, მედიცინის დოქტორი, ბატონი აკაკი წილოსანი სტუმრობდა.

თბილისის ფიზიკა-მათემატიკის სკოლასა და სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლის შემდეგ ბატონმა აკაკიმ ზოგადი ქირურგიის რეზიდენტურა დაასრულა თბილისის მე-4 კლინიკურ საავადმყოფოში, მუშაობდა სხვადასხვა რეგიონალურ კლინიკაში,  1999 წელს კი, თმის გადანერგვის ცემნტრში „თალიზში“ გადაინაცვლა. არის სხვადასხვა საერთაშორისო ასოციაციის და ორგანიზაციის, მათ შორის თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების წევრი.

– ბატონო აკაკი, 1990-იანი წლების ბოლოს, როცა საქმიანობას იწყებდით თმის ტრანსპლანტაცია საკმაოც უცხო ხილი იყო. რამდენად რთული აღმოჩნდა ნაკლებად ათვისებულ სფეროში თავის დამკვიდრება და როგორ მიიღო საზოგადოებამ ახალი წამოწყება?

– 1990-იანი წლები ზოგადად რთული იყო და ჩვენ ძალიან გაგვიჭირდა პირველი ნაბიჯების გადადგმა. 19 წლის ასაკში საკუთარ თავზე გამოვცადე თმის ცვენის სიმწარე, რადგან სრულად გავმელოტდი და მართალია, წარმატებული კარიერა, პირადი ცხოვრება მქონდა, მაგრამ ბევრისთვის აქტუალური პრობლემა მეც ძალიან მტკივნეულად განვიცადე.  ბავშვობაში ისეთი ხშირი თმა მქონდა, დავარცხნა მიჭირდა, მერე კი, ერთიანად გამცვივდა და პირველ რიგში, სწორედ ამიტომ დავინტერესდი ამ სფეროთი. მართალია, 1990-იან წლებში ამერიკასა და კანადაში თმის ტარნსპლანტაციის ბუმი იყო, მაგრამ საქართველოში ნაკლებად იცნობდნენ, ამიტომ მეთოდი, რომლითაც  ვსარგებლობდით, არ იყო სრულყოფილი, უამრავ გართულებას იწვევდა მტკივნეული პროცედურა, გადანერგილი თმა კი, არაბუნებრივად გამოიყურებოდა, რასაც საზოგადოების უნდობლობა და ცოტა აგდებული დამოკიდებულებაც ემატებოდა.

– შეიცვალა თუ არა საზოგადოების დამოკიდებულება თმის ტრანსპლანტაციის მიმართ და რამდენად ხშირად გსტუმრობენ უცხოელი პაციენტები?

– უცხოელი კოლეგების კითხვაზე, რით გამოირჩევა საქართველო რეგიონის სხვა ქვეყნებისგან, ყოველთვის ვპასუხობ, რომ ჩვენთან კარგი წყალი, არაჩვეულებრივი ბუნება და ბრწყინვალე ღვინო იწარმოება, განსაკუთრებული პოპულარობით კი, თმის გადანერგვა სარგებლობს, რადგან ამ სფეროში მართლაც ლიდერები ვართ. ჩვენი კლინიკის შემდეგ რამდენიმე ცენტრი და უძლიერესი სკოლა გაიხსნა ჩვენი ხელმძღვანელობით, 2003 წლიდან კი, უამრავ პაციენტს ვმასპინძლობთ საზღვარგარეთიდან, მეტიც, პაციენტთა 70% სწორედ უცხოელია. ამასთანავე, სამხრეთ კორეელების უზარმაზარი დელეგაცია გვსტუმრობდა, რომლებიც ყოველთვის ლიდერებდნენ ესთეტიკურ მედიცინაში, თუმცა არ სჯეროდათ თმის წარმატებით ტრანსპლანტაციის, რადგან ხარისხით და მასშტაბებით ჩვენ ბევრად ვუსწრებდით მათ მეთოდებს.

– შეიძლება თუ არა ჩაითვალოს სამხრეთ კორეა საქართველოს მთავარ კონკურენტად ამ სფეროში?

– კონკურენციაზე საუბრისას, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ბაზრის მდგომარეობა, პაციენტთა მოთხოვნები და იმ კლინიკათა რაოდენობა, რომელთაც ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება შეუძლია. როცა თმის გადანერგვა ისეთივე ჩვეულებრი პროცედურა გახდება, როგორც თუნდაც კბილების მკურნალობა, კლინიკებს კი, კლიენტები არ მოაკლდებათ, სწორედ მაშინ შევძლებთ კონკურენციაზე საუბარს, მანამდე კი, ბაზარი ნაკლებადაა განვითარებული.

– რატომ აირჩიეთ სამედიცინის სფერო და რა სირთლეების დაძლევა მოგიხდათ წარმატებული კარიერის გზაზე?

– ვფირობ, სწორედ სირთულეების დაძლევა განაპირობებს წარმატებას. მთავრი შრომისმოყვარეობა, შეუპოვრობა და დაუღალავი შრომაა, თუმცა გამართლებაც საჭიროა, რადგან იღბლის გარეშე არაფერი გამოვა.

– ვინ უფრო ხშირად უჩივის თმის ცვენას – ქალბატონები თუ მამაკაცები?

– რა თქმა უნდა, მამაკაცები, რადგან ქალბატონებისგან განსხვავებით, ტესტესტერონის დონე მამაკაცებში უფრო მაღალია. მართალია, ქალი სრულად არასდროს მელოტდება, მაგრამ თმის გამეჩხერებასაც საკმაოდ მტკივნეულად განიცდის.

– უამრავი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი ბრძანდებით, საინტერესოა ახლა რაზე მუშაობთ?

– საქმიანობის პირველ ეტაპზე უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა გვქონდა, რადგან არ ვიცოდით რამდენად სწორად ვმოქმედებდით და მოხალისეებზე ვაწარმოებდით დაკვირვებას. უამრავი კვლევა ჩავატარეთ არსებული მეთოდების დასახვეწად და სწორედ ასე მოვაგროვეთ უზარმაზარი მასალა. დღეს თმის ტრანსპლანტაციამ განვითარების პიკს მიაღწია და შეკითხვებიც საგრძნობლად შემცირდა, ამიტომ ბოლო წლებში პრაქტიკული სამუშაო უფრო მეტი გვაქვს, ვიდრე თეორიული.

– როგორ შეაფასებთ ახალი თაობის ტრანსპლანტოლოგებს?

– მართალია, „თალიზმა“ უკვე სამი თაობა აღზარდა ჩვენი საქმის პიონერების შვილების და შვილიშვილების ჩათვლით, მაგრამ კლინიკის ბირთვს ის ახალგაზრდები შეადგენენ, ვინც აბსოლუტურად გამოუცდელი მოვიდა და სწორედ ჩვენთან აიდგა ფეხი. რა თქმა უნდა, ძველი გვარდიაც ჩვენთანაა და არასად არ ვაპირებთ მათ გაშვებას.

–  რა თვისებებით უნდა ხასიათდებოდეს „თალიზის“ ექიმი?

– თმის გადანერგვა მნიშვნელოვნად განსხვავედება ესთეტიკური მედიცინის სხვა დარგებისგან, რადგან არაა სავალდებულო მედიცინის და ქირურგიის ღრმა ცოდნა, ამიტომ მთავარი მოტივაცია, შრომისმოყვარეობა და მუდმივი მზარდყოფნაა განვითარებისა და სიახლისთვის. მართალია, ბევრს ჩვენი საქმე მოსაწყენ რუტინად ეჩვენება, მაგრამ მათთვის, ვინც თმა შეიყვარა, ამგარი საქმიანობა ძალიან საინტერესოა.

– გაქვთ თუ არა კლინიკაში სპეციალური ადგილი დასვენებისა და განტვირთვისთვის?

– როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ჩვენ ოპერაციის დროს ვისვენებთ. სინამდვილეში ბიოროკრატიული საკითხები უფრო მომქანცველია, ვიდრე ოპერაცია, რომელიც ხშირად მთელი დღეც გრძელდება. ვფიქრობ, როცა საქმე გიყვარს, კარგად გამოგდის და შედეგსაც სასურველს ღებულობ, დაღლის ნაცვლად, პირიქით ისვენებ.

– გასულ წლებთან შედარებით, დღეს რამდენად მტკივნეულია თმის გადანერგვის პროცედურა?

– თამამად შემიძლია ვთქვა, რომ უასაფრთხო და მეტად ეფექტური ანესთეზიის წყალობით, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ, დღეს თმის გადანერგვა ბევრად უმტკივნეულოა.

– როგორ იწყება თქვენი სამუშაო დღე?

– ელექტრონული ფოსტის შემოწმებით და ყველა წერილზე პასუხის გაცემით, რაც საკმაოდ შრომატევადი და სიმართლე ვთქვა, მოსაწყენი საქმეა.

– რას ანიჭებთ უპირატესობას – თეთრი ხალათს, კლასიკური ჩაცმის სტილს თუ სპორტულ სამოსს?   

– ალბათ კლასიკურ სტილს.

– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?

– ვფიქრობ, მამაკაცის მთავარი ღირსება პასუხისმგებლობის გრძნობა და რთული გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარია. მეტწილად სწორედ სწრაფად მიღებული გადაწყვეტილება ამართლებს, რომელიც ერთი შეხედვით მცდარიც შეიძლება მოგეჩვენოთ, რადგან ორჭოფობით და დიდხანს ფიქრით, ხშირად დროსაც ვკარგავთ და ხელსაყრელ მომენტსაც ვუშვებთ ხელიდან.

ბლიცკითხვები:

– „თალიზის“ სლოგანი?

– „აისრულე ოცნება, დაიბრუნე ის, რაც გქონდა!“

– ხართ თუ არა კოლექციონერი?

– არა.

– მისდევთ თუ არა ჯანსაღი ცხოვრების წესს?

– ვცდილობ ზომიერად ვივარჯიშო და სწორად ვიკვებო, ზომიერად ვიძინო და ემოციებითაც ზომიერად დავიტვირთო.

– რა იწვევს თმის ცვენას?

– თმის ცვენის ძირითადი მიზეზი გენეტიკური მიდრეკილება.

– ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად მიმართავთ დღის განმავლობაში?

– „ტყუილად ჯდომას, ტყუილად შრომა ჯობია!“

– აქსესუარი, რომელიც მუდამ თან გაქვთ?

– ახლა უკვე სავარცხელი.

– რას ეუბნებით უკმაყოფილო პაციენტს?

– უარყოფითი შედეგის შემთხვევაში აუცილებლად ვიზიარებ მის წუხილს და ნაკლის გამოსწორებაზე ვიწყებ ფიქრს.

– საყვარელი წიგნი და მწერალი?

– იანუშ კორჩაკი და მისი „მეფე მათიუშ პირველი“.

– რას დახატავდით გადაცემაში „წარმატების ფორმულა“?

– მზეს, რადგან სწორედ მზეა ასაზრდოებს ყველა სულიერს.

– თქვენი აზრით, რა მთავარი თვისებები უნდა ჰქონდეს ადამიანს წარმატების მისაღწვად?

– ვფიქრობ, მთავარი გამბედაობა და ყველა სირთულის თამამად დაძლევის უნარია. არანაკლებ მნიშვნელოვანია შრომისმოყვარეობა და იღბალი.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები