LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალ ავიაკომპანიებს საქართველოს აეროპორტებში პრობლემები დახვდებათ

11
aeroporti1

საქართველოს ავიაბაზრით, ბოლო პერიოდში, არაერთი უცხოური კომპანია დაინტერესდა. მათ შორის, ერთ-ერთი ბოლო ირლანდიური კომპანია „რაინეაერია“, როემლიც სავარაუდოდ, თბილისიდან და ქუთაისიდან ფრენებს უახლოეს მომავალში დაიწყებს. „ბიზნესკურიერი“ დაინტერესდა, რა ხდება ამ დროისთვის ადგილობრივ ავიაბაზარზე, რამდენად მზად ვართ ახალი ავიაკომპანიაბის მისაღებად და მგზავრთნაკადის გაზრდისთვის.

ავიასფეროს ექსპერტი იასე ზაუტაშვილი განმარტავს, რომ ზოგადად, საერთაშორისო ავიაკომპანიების შემოსვლა ქვეყნის ცნობადობის გაზრდამ დანაპირობა. მაგალითად, არაბული Fly Emirates-ის შემოსვლა, მისი თქმით, საქართველოსთვის მსოფლიო ბაზარზე დიდი რეკლამა იქნება. მიუხედავად ამისა, ექსპერტი იმ პრობლემებზეც საუბრობს, რაც დღეს ავიაბაზარს აქვს.

ზაუტაშვილი აღნიშნავს, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი კრიტიკას ვერ უძლებს, მათ შორის, მოფრენისთვის აშენებული ტერმინალი ერთდროულად, 3-4 ჩამოფრენასაც ვერ ემსახურება. ავიაციის ექსპერტი იმასაც ამბობს, რომ ტურისტებისთვის, რომლებიც საქართველოში ტრანზიტით მოემგზავრებიან, თბილისის აეროპორტი მზად არ არის.

რაც შეეხება ქუთაისის აეროპორტს, მისი მთავარი დანიშნულება დღეს ე. წ. „ლოუკოსტერების“ მომსახურებაა, შესაბამისად, იასე ზაუტაშვილის თქმით, მათ დაბალი ხარისხის სერვისი მიეწოდებათ.

ექსპერტი სიტუაციის დალაგებას აეროპორტების გაერთიანებისგან ელის და ამბობს, რომ სწორედ მან უნდა განსაზღვროს, რომელი აეროპორტი რა ფუნქციას შეასრულებს.

დარგის სპეციალისტი აღნიშნავს, რომ აუცილებელია ადგილობრივ ავიაკომაპანიებს ხელშეწყობა ჰქონდეთ, რაც მისი თქმით, ქართული კომპანიებისთვის შღავათიან ტარიფებს გულისხმობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები