LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადგილზე მიტანის სერვისით კომპანიების მხოლოდ 5% სარგებლობს – რა ხდება საკურიერო ბიზნესში

19
kurieri poto

საკურიერო ბიზნესი და კომპანიები, რომლებსაც აღნიშნული სერვისის გამოყენება სურთ – როგორც აღმოჩნდა, ამ მომსახურებით არც ისე ბევრი ბიზნესსუბიექტი სარგებლობს.

“ბიას” ბიზნესკატალოგიდან გვაცნობეს, ამ კუთხით 80-მდე  ეკონოკიმურად აქტიური კომპანია მოქმედებს. 

საკურიერო მომსახურების სფეროში ოპერირებადი კომპანიების ზომების მიხედვით გადანაწილება შემდეგია:

  • მცირე ზომის არის კომპანიების  72 %
  • საშუალო ზომის არის კომპანიების 24 %
  • ხოლო მსხვილი ზომის იურიდიული პირი არის კომპანიების მხოლოდ 4%

ძირითადი ნაწილი – 88% თბილისში ფუნქციონირებს. მნიშვნელოვანი სტატისტიკაა ასევე ამ სფეროსთვის ის, რომ კომპანიების 42% საკუთრებაში ფლობს საჭირო ავტომანქანებს და მათი 32% სარგებლობს ნავთობკომპანიებისგან კორპორატიული საწვავის მოხმარების მომსახურებით.

“ბიას” ინფორმაციით, საკურიერო მომსახურება მხოლოდ ქვეყნის ფარგლებს არ მოიცავს, სრული სერვისი გულისხმობს საერთაშორისო მასშტაბის მომსახურებასაც. ამიტომ კომპანიების თითქმის 40%-ს პარტნიორები ჰყავს, რომელთა საშუალებითაც საერთაშორისო საკურიერო სერვისს ახორციელებენ.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში არსებული 1200-მდე კომპანია სარგებლობს საკურიერო მომსახურებით, რაც მოქმედი ბიზნესსუბიექტების მხოლოდ 5%-ს გულისხმობს.

საინტერესოა იმ კომპანიათა გადანაწილება ზომის მიხედვით, რომლებიც უშუალოდ საკურიერო სერვისით სარგებლობენ.  52% მსხვილი ზომისაა, 20% – საშუალო , 28% კი მცირე ზომის კომპანია. შესაბამისად, ნათლად ჩანს რომ ამ მომსახურებას, ძირითადად, საშუალო და მსხვილი ზომის კომპანიები იყენებენ.

ასევე საინტერესოა იმ სტატისტიკის ნახვაც, თუ რომელი საქმინობის კატეგორიების კომპანიებში არის უფრო მეტად აქტუალური საკურიერო მომსახურებით სარგებლობა, ამ დარგების ტოპხუთეულია:

  • სამშენებლო პროდუქცია, მშენებლობა და უძრავი ქონება
  • კვების პროდუქტები
  • მედიცინა, სილამაზე, სპორტი
  • დისტრიბუცია
  • საკონსულტაციო მომსახურება
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები