LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადამიანი ეგოს გადაწყვეტილებით ირჩევს კონტაქტის ფორმას – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

5
ninanibladzeshowgst

გადაცემის ლაივი LIVE

რატომ არის მნიშვნელოვანი ურთიერთობებში საზღვრების დაცვა – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოლოგმა ნინო ნიბლაძემ ისაუბრა.

როგორ აღვიქვამთ კონტაქტს?

არ არსებობს ორგანიზმი, გარემოსთან ურთიერთქმედების გარეშე. ურთიერთქმედება კი შესაძლებელია კონტაქტის საშუალებით. კონტაქტი, მხოლოდ ორს შორის არსებობს და ეს ორი სისტემაა: ორგანიზმი-ორგანიზმი, ორგანიზმი-საგანი ან ორგანიზმი-მისი თვისება.

კონტაქტში შესვლა მოითხოვს ენერგიას. ამიტომ კარგი იქნება, თუ გავაცნობიერებთ, რა რაოდენობის ენერგიას ვდებთ კონტაქტში. შეუძლებელია დაიკმაყოფილო მოთხოვნილება:  -,,მინდა ყველას მოვწონდე”, რადგან ,, ყველასთვის” სამყოფი ენერგია, უბრალოდ არ გაგვაჩნია.

კონტაქტი ხდება ,, მე-საზღვრების” შეხებით და არა მათი რღვევით და ერთმანეთში შეჭრით. ეს საზღვარი ჩვენშია და მას ვერ ვუახლოვდებით. ის შეიძლება შეიკუმშოს, გაფართოვდეს , გათხელდეს, გაუხეშდეს, დაირღვეს. რაც უფრო განვითარებულია ადამიანი, მით უფრო ფართოა და მოქნილი მისი ,, მე-საზღვრები”! მოქნილია იმიტომ, რომ საზღვარი არ არის სტატიური.

როგორ ვირჩევთ კონტაქტის ფორმას?

ადამიანი თავად ირჩევს კონტაქტის ფორმას, ეგოს გადაწყვეტილებით და ეს ხდება მისი სტილი. თუ რა ხდება ,,საზღვრის” მიღმა მეორე ადამიანისთვის ამის დანახვა შეუძლებელია,  რაც არ უნდა ემპათიური იყოს. ამიტომ მცდარია მტკიცება, თითქოს: ,,მე ვიცი, შენში რა ხდება!”

რა მოიაზრება ,, მე-საზღვარში”?

მასში იგულისხმება ადამიანის ყველა წარსული გამოცდილება, უნარ-ჩვევები, ღირებულებები, ფასეულობები, ნაცნობობა, აზრები, იდეები და ა.შ.

თუ რა ფორმას ვირჩევთ კონტაქტისას, ესეც ჩვენი გადაწყვეტილებაა. ის დამოკიდებულია, რამდენად გვიზიდავს ან განგვიზიდავს ორგანიზმი ან საგანი! შესაბამისად არსებობს მყარი ან მერყევი, ძლიერი-სუსტი, ღრმა-ზედაპირული კონტაქტის ფორმა. საზღვარს ორმაგი ფუნქცია აქვს. ის არის გამყოფიც და დამაკავშირებელიც. არ არსებობს კონტაქტი დაშორების გარეშე. ეს სამყაროს ბუნებრივი ციკლია: გათენება, დაღამება, დაწყება-დასრულება, დაბადე ა-გარდაცვალება და ა.შ.

თუ შეხვედრას არ ახლავს დაშორება, მივიღებთ შერწყმას (კონფლუენციას). ეს კი უკვე კონტაქტი არ არის, რადგან საზღვრები მორღვეულია. ,,საზღვრებს ” ყოველთვის ემუქრება 2 საფრთხე: შერწყმის და მოშლის! შერწყმის დროს შეუძლებელია იგრძნო, სად მთავრდება ,,მე” და იწყება ,,არა-მე”. რომელია ჩემი მოთხოვნილება და ჩემი პასუხისმგებლობა, რომელი ,,არა-მესი”.

საზღვრის ზღვარზე ,,სიარული” რისკებს მოითხოვს, მაგრამ პიროვნული ზრდის საშუალებას იძლევა. კონტაქტი საკუთარ თავთან, შესაძლოა იყოს პიროვნული ზრდის წყარო.

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები