LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2020 წელს AZZATO რეგიონებშიც გამოჩნდება – რას ჰპირდება ცნობილი ნამცხვრის სახლი მომხმარებელს

4
78662580-2516419401817670-5972407575642112000-n

როგორ ვითარდება ქართული საკონდიტრო ბიზნესი, რამდენად მაღალია კონკურენცია ამ სფეროში და როგორ ახერხებს ნამცხვრის სახლი AZZATO მომხმარებელის ნდობისა და სიყვარულის მოპოვებას – ამ საკითხებზე AZZATO-ს აღმასრულებელი მენეჯერის მოადგილემ თორნიკე მაისურაძემ გადაცემა „ბიზნესნიუსის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

– რამდენად წარმატებული იყო 2019 წელი AZZATO-სთვის, ვიცი რომ გარკვეული ცვლილებებია მენეჯმენტში, როგორ აისახა ეს კომპანიის მართვაზე, თუ შეიცვალა სტრატეგია?

– არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ 2019 წელი არ იყო საუკეთესო წელი AZZATO-ს არსებობის ისტორიაში. იყო გარკვეული პრობლემები, თუმცა ეს პრობლემები ეტაპობრივად გვარდება, ზოგი უკვე მოგვარდა ახალი მენეჯმენტის მოსვლასთან ერთად. რა საკვირველია, ახალ მენეჯმენტს ყოველთვის მოჰყვება ხოლმე სტრატეგიის ცვლილება, ზოგჯერ კი გარკვეული ვექტორების ცვლილებაც. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა, დაახლოებით თვე-ნახევარია AZZATO-ში ახალი მენეჯმენტია და ამას მოჰყვა სიახლეები, რომლებიც აისახება უშუალოდ უკვე მომავალი ეტაპების განვითარებასა და წინსვლაში. რაც შეეხება იმას, უკვე რაც გაკეთდა – მოხდა წარმოების დივერსიფიკაცია, გამოიყო კონკრეტული პროდუქტები, რომლებიც უფრო მეტად გაყიდვადი იყო, ან უფრო მეტად მოთხოვნადი მომხმარებლის მხრიდან… შესაბამისად, შეიცვალა ასორტიმენტი, გამრავალფეროვნდა.

AZZATO-ს მთავარი მიზანი რა იყო 2013 წელს, როცა ის გამოჩნდა ბაზარზე და რა მიზანი გაქვთ დღეს?

– ზოგადად, ასეთი მიზნები, როცა ჩამოყალიბებული ორგანიზაციები იქმნება, ძალიან არ იცვლება ხოლმე. 2013 წელს AZZATO-ს მიზანი იყო შეექმნა ბრენდი საკონდიტრო მიმართულებაში, რომელიც იქნებოდა ამ სფეროში ერთ-ერთი წამყვანი და ეს გამოუვიდა. ამასთან, AZZATO-ს მიზანი იყო ბაზარზე ხარისხიანი პროდუქტით პოზიციონირება და ეს ვექტორი არც შეცვლილა და არც მომავალში შეიცვლება… ხარისხი და ნატურალურობა – ეს არის ის, რასაც არასდროს გადაუხვევს ჩვენი კომპანია.

-რითია AZZATO გამორჩეული ბაზარზე არსებული კონკურენტებისგან და ზოგადად, რამდენად განვითარებულია ეს სფერო ქვეყანაში?

-ჩვენს ქვეყანაში საკონდიტრო სფერო საკმაოდ პოპულარულია, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში ბევრი ტრადიციული კულტურული ღონისძიება გვაქვს, საკონდიტრო სფეროც მიბმულია ამ ღონისძიებებზე.  გარდა ამისა, ყველას გვიყვარს გემრიელად ჭამა და ტკბილეული, ამიტომ ეს სფერო საკმაოდ დატვირთულია და მაღალი კონკურენციით გამოირჩევა საქართველოში. რაც შეგვეხება ჩვენ, ვფიქრობ, გამოგვარჩევს უმაღლესი ხარისხი და განსხვავებული გემო.

– რამდენი სახეობის ნაწარმი გაქვთ ამ ეტაპზე?  

– დღეს AZZATO-ს ასორტიმენტი განისაზღვრება -20-დან 30-ამდე დასახელების პროდუქტით. თუმცა, პერიოდულად ამ პროდუქტების ლავირება ხდება ხოლმე. მაგალითად- სამარხვო პერიოდში იცვლება ჩვენი პროდუქციის ასორტიმენტი, ასევე სააღდგომო პერიოდში…

-ამ დროისთვის წარმოდგენილი ხართ მხოლოდ თბილისის მასშტაბით. თუ იგეგმება რეგიონებში შესვლა, თუ არის საზოგადოების დაკვეთა ამ მხრივ?

-საზოგადოების მხრიდან ხარისხიან პროდუქტზე დაკვეთა ყოველთვის არის. ვინაიდან, თბილისი არ მოიცავს მთლიან საქართველოს, ჩვენი მიზანია რეგიონებშიც გავიდეთ. 2020 წლის დასაწყისში იგეგმება ფილიალის გახსნა საქართველოს ერთ-ერთ ქალაქში, თუმცა ამ ეტაპზე აღნიშნულ ქალაქს ვერ დაგისახელებთ. მომავალში კი იგეგმება სხვა რეგიონებშიც გაფართოება. რაც შეეხება დასაქმებულებს, ამ ეტაპზე ჩვენს საწარმოში, ოფისსა და მაღაზიებში ჯამში დასაქმებულია 100-ამდე ადამიანი.

– გარდა რეგიონებში შესვლისა, რას გეგმავს AZZATO 2020 წელს?

– იგეგმება ჩვენი საწარმოს გაფართოება. AZZATO-ს ზრდასთან ერთად, ბუნებრივია, გაიზრდება ჩვენთან დასაქმებულების რიცხვიც. ვგეგმავთ ორიგინალური მაღაზიის გახსნასაც, რომელშიც იქნება საწარმოს ელემენტები. აღნიშნულ ფილიალში მომხმარებელი ადგილზევე ნახავს, როგორ ხდება მათი საყვარელი ტორტების წარმოება. მოკლედ, 2020 წელს ჩვენს მომხმარებლებს ბევრ სიახლეს ვპირდებით.

-რა არის AZZATO-ს წარმატების ფორმულა?

– ეს არის განსხვავებული გემო, რომელიც ასოცირდება ძველ გემოსთან. ჩვენი ტორტების გემო, ყოველთვის ჰგავს სახლში გამომცხვარი ტორტის გემოს და ამას ყოველთვის აღნიშნავენ ჩვენი მომხმარებლები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები