„ნანუკას შოუს“ საახალწლო გადაცემაში ზვიად ბოლქვაძის ახალი სიმღერის პრემიერა შედგა. მუსიკა მას ეკუთვნის, ტექსტის ავტორიც თავად არის გივი ჭიჭინაძესთან ერთად. სიმღერის სახელწოდებაა „მიდის, მოდის ახალი წელი“ და მას კომპოზიტორი თავად ასრულებს. მას გვერდს, როგორც ყოველთვის ჯგუფ „ნიუტონის“ წევრები უმშვენებდნენ.
რასაკვირველია, ახალ კომპოზიციას ზვიად ბოლქვაძის შემოქმედების თაყვანისმცემელთა დადებითი კომენტარები და აღფრთოვანება მოჰყვა.