LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზვავში მოყოლილ ადამიანს თუშეთში მეორე დღეა ეძებენ (ვიდეო)

151
96012425-2299113750392844-4428474146782969856-o

მეორე დღეა ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელი გზის 36-ე კილომეტრზე, ზვავში მოყოლილი მოქალაქის საძიებო-სამაშველო ღონისძიებები მიმდინარეობს. სამძებრო სამუშაოებში 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფია ჩართული, თუმცა პროცესს რთული მეტეოროლოგიური პირობები უშლის ხელს. არსებობს ზვავის გამეორებით ჩამოწოლის საშიშროებაც. ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი ავრცელებს. მათი ცნობით, ზვავის ჩამოწოლას ორი მოქალაქე მოჰყვა. მათ შორის ერთის ამოყვანა მოხერხდა. დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

“გზის მონაკვეთზე ზვავის ჩამოწოლის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში გუშინ შემოვიდა. ზარის ინიციატორის განცხადებით, შემთხვევის შედეგად დაშავებული იყო ორი მოქალაქე. მათ შორის ერთის ამოყვანა მაშველებმა მოახერხეს. იგი გადაყვანილია საავადმყოფოში და უტარდება შესაბამისი სამედიცინო დახმარება. მეორე, დაკარგული მოქალაქის ძიება კი ამ დრომდე გრძელდება” – წერია ინფორმაციაში რომელიც საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი ავრცელებს.

აქვე განმარტებულია, რომ ზვავის ჩამოწოლის ადგილზე, დრონის საშუალებით ხდება ტერიტორიის მონიტორინგი. მათივე ინფორმაციით, კახეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფების გარდა, შემთხვევის ადგილზე მუშაობენ განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები თბილისიდან.

https://www.facebook.com/EmergencyManagementService/videos/1672184749606725/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები