LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზვავსაშიშროების უმაღლესი დონე ავსტრიაში – ევროპაში ამინდის გაუარესებისთვის ემზადებიან

201802260955031690036918

ევროპაში ამინდის გაუარესებისთვის ემზადებიან.ზვავსაშიშროების უმაღლესი დონე, ქვეყნის რამდენიმე რეგიონში, ავსტრიის ხელისუფლებამ გამოაცხადა. დიდთოვლობასთან გამკლავებას ალპებში, სამაშველო სამსახურებთან ერთად, სამხედროებიც ცდილობენ.

სპეციალისტებმა ყველაზე საშიშ ზონებში კონტროლირებადი ზვავები მცირე აფეთქებების საშუალებით გამოიწვიეს.

მიუხედავად ამისა, თოვლის მასის ჩამოწოლამ საკურორტო ზონებში რამდენიმე სასტუმრო დააზარალა.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ევროპაში დიდთოვლობა, ზოგიერთ რეგიონში კი წყალდიდობა კვირის ბოლომდეა მოსალოდნელი.

ბოლო მონაცემებით, უამინდობას ევროპაში უკვე 26 ადამიანი ემსხვერპლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები