LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზვავსაშიშროების გამო, კალა-უშგულის გზის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

106
FORTUNA.GE-

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, უამინდობისა და საფრთხის გამო, გზების გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვებს აწესებს.

როგორც დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ამ დროისთვის, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 182-186 კმ-ის, კალა-უშგულის მონაკვეთზე.

გადაადგილება აკრძალულია ქვისცვენის და ზვავსაშიშროების გამო.

რაც შეეხება ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 70-100 კმ-ის ხაიში-ლახამულას მონაკვეთს, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები