LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუსტად ვიცი ოჯახი, რომელიც კოვიდინფიცირებულია და ოჯახის წევრს ვხედავ სავაჭრო ცენტრში  – ინგა მამუჩიშვილი შემთხვევების სწრაფ ზრდაზე

3726
ingamamuchishvili

„ნიუ ჰოსპიტალსის“ პედიატრიული ამბულატორიის სამსახურის ხელმძღვანელმა, მედიცინის დოქტორმა ინგა მამუჩიშვილმა დღეს ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაცია „TV პირველის“ ეთერში შეაფასა:

ჯობია, რომ სიმართლეს თვალებში ჩავხედოთ და ვისაუბროთ იმ ფაქტებით, რომლებიც დღეს გვაქვს. მიკრო და მაკრო ორგანიზმს შორის ხელჩართული ბრძოლა მიმდინარეობს მსოფლიოში  და საქართველო ფრონტზე მყოფი მოწინავე ქვეყანაა. ჩვენთან უკვე ინფიცირებულთა რიცხვმა დღიურად 4 ათასს გადააჭარბა, თუმცა ესაა მხოლოდ სტატისტიკური მონაცემი, ეს გახლავთ მხოლოდ დიაგნოსტირებული პაციენტები, მაგრამ თითოეული ამ პაციენტის უკან დგას დაახლოებთ 5 ადამიანი, ანუ სადღაც ეს რიცხვი 5-ზე უნდა გავამრავლოთ, რომ ინფიცირებულთა რეალური რიცხვი მივიღოთ. ჯანდაცვის სისტემა პრაქტიკულად ვეღარ უმკლავდება, ძალიან სავალალო მდგომარეობაშია ჰოსპიტალური სექტორი, პირველადი ჯანდაცვის რგოლი, 112, კოვიდ სასტუმროები. ძალიან ბევრი კოვიდინფივირებული ექიმიც გვყავს და ხშირ შემთხვევაში, კოვიდინციფირებული ექიმები კოვიდინციფირებულ პაციენტებს მკურნალობენ.

ძლიერი სამედიცინო სისტემის მქონე ქვეყნებშიც უმძიმესი მდგომარეობაა. როცა ჩვენ პირველი ლოკდაუნის შემდეგ გვქონდა წარმატება, არ უნდა მივცემოდით ტკბობას და არ უნდა გვეთქვა, რომ კოვიდი დავამარცხეთ. ეპიდემიოლოგები გვაფრთხილებდნენ, რომ შემოდგომა-ზამთრის პერიოდი იქნებოდა ძალიან მძიმე და ჩვენ დავკარგეთ ზაფხულის პერიოდი. სრული ჩაკეტვიდან გადავედით ცხოვრების გაფართოებულ რეჟიმზე, გავხსენით საზღვრები, შემოვუშვით ტურისტები, ჩავატარეთ ღონისძიებები და ამ პერიოდიდან იწყება სწრაფი ზრდა. ჯანდაცვის სისტემა ამ პერიოდისთვის უფრო ეფექტურად უნდა მომზდებულიყო – უნდა შეგვევსო საწოლფონდი, ხელოვნური მართვის ვენტილატორები, რაც აუცილებელია. დღეს ჩვენ არ უნდა გვქონდეს საწოლების დეფიციტი, ეს ნამდვილად ასეა. ორი დღეა ადამიანს ინფარქტი დაემართა კოვიდ ინფექციის ფონზე და ის საავადმყოფოში ვერ გადაგვყავს. 3-5 ჯერ ვრეკავ დღის განმავალობაში სხვადასხვა კლინიკებში, მათ შორის ჯანდაცვის სამინისტროში და ყველა მეუბნება, რომ ადგილები აღარ არის. ჩვენ უკვე გავცდით ჩვენი სპეციალობის ფარგლებს, დღეს მე აღარ ვარ მარტო პედიატრი, დღეს ჩემი პაციენტების მშობლები, ბაბუები, ბებიები მირეკავენ, მემუდარებიან, რომ ისინი გადავიყვანოთ კლინიკებში.

იცით, როგორი ძნელია, როდესაც პაციენტი გესაუბრება და ხმით გრძნობ, რომ მას აქვს ქოშინი, ვერ სუნთქავს, გეუბნება, რომ აქვს გულმკერდის არეში ტკვილი, გიგდებს სურათს და იქ გამოხატულია ციანოზი და შენ ასეთ პაციენტს ვერ ეხმარები.

მე ვთვლი, რომ ჩვენ ცოტა უყურადღებოდ მოვეპყარით ამ პერიოდს. ვიცოდით, რომ შემოდგომა და ზამთარი მძიმე იქნებოდა და ჩვენ ვერ და არ მოვემზადეთ. ჩვენი მდგომარეობა დღეს სავალალოა ამ მიმართულებით. მეტი პასუხიმგებლობით უნდა მოკიდებოდა ამას როგორც ხელისუფლება, ასევე მოსახლეობა, თითოეული მოქალაქე. როდესაც ამბობნენ, რომ კორონა არა ტოროლაო, ეს იყო საგანგაშო.

ლოკდაუნი გარკვეულწილად აუმჯობესებს ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას. ნაწილობრივი შეზღუდვებისას ადამიანთა თავშეყრაც იზღუდება. დღეს ქუჩაში ძალიან აქტიურად დადიან კოვიდინფიცირებულებიც, მე ზუსტად ვიცი ოჯახი, რომელიც კოვიდინფიცირებულია და ოჯახის წევრს ვხედავ სავაჭრო ცენტრში. ზუსტად ამას ვეძახი უპასუხისმგებლობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები