LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბიშვილი: ყალბი რეფერენდუმის გაფორმებას, იმისათვის რომ გაამყაროს საერთაშორისო სამართლის დარღვევა და ძალისმიერი ანექსია, არანაირი ლეგიტიმაცია და მომავალი არ აქვს

34
სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთის პრეზიდენტისა და სეპარატისტი ლიდერების მიერ უკრაინის ოკუპირებული რეგიონების რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე შეთანხმებას ეხმიანება.

პუტინმა და სეპარატისტმა ლიდერებმა უკრაინის ოკუპირებული რეგიონების რუსეთის შემადგენლობაში შესვლას ხელი მოაწერეს

როგორც სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, ყალბი რეფერენდუმის გაფორმებას, იმისთვის, რომ გაამყარო საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა და ძალისმიერი ანექსია, არანაირი ლეგიტიმაცია და მომავალი არ აქვს:

„ყალბი რეფერენდუმის გაფორმებას, იმისათვის რომ გაამყაროს საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა და ძალისმიერი ანექსია, არანაირი ლეგიტიმაცია და მომავალი არ აქვს.

ჩვენ უარვყოფთ საერთაშორისო სამართლის ასეთ უხეშ დარღვევას და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩვენს სრულ მხარდაჭერას!

ვგმობ საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მობილიზაციის გამოცხადების გეგმებს, როგორც ჩვენი ქვეყნების სუვერენიტეტის  მორიგ უხეშ დარღვევებს“, – აღნიშნულია პრეზიდენტის „ტვიტში“.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ კრემლში შეთანხმება შედგა – რუსეთის პრეზიდენტმა და სეპარატისტმა ლიდერებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები