LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბიშვილი: შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროპა შემოდის საქართველოში და ჩვენც შევდივართ ევროპაში

126
ey4weyue

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროპა შემოდის საქართველოში და ჩვენც შევდივართ ევროპაში. ასეთი დიდი ნაბიჯი მართლაც მოსალოცია მთელი ქვეყნისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლისის ტბაზე საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც ევროპის 2021 წლის საკალათბურთო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების მოპოვებას მიეძღვნა.

„ჩვენ ვხდებით ერთ-ერთი ევროპის ქალაქი, როგორც სხვა ევროპელი ქალაქები. ჩვენ ვუმასპინძლებთ „ფიბას“ ნაწილ თამაშებს და არა საბოლოოს, რაც ჩატარდება გერმანიაში, მაგრამ როგორც იტალია, როგორც ჩეხეთი, ისე საქართველო, როგორც სხვა ევროპელი ქვეყანა, იქნება მასპინძელი, ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროპა შემოდის საქართევლოში და ჩვენც შევდივართ ევროპაში. ასეთი დიდი ნაბიჯი მართლაც მოსალოცია მთელი ქვეყნისთვის“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მასპინძლობის უფლება ქართულმა მხარემ ორი კვირის წინ მიუხენში მოიპოვა. პრესტიჟული სპორტული ღონისძიებისთვის აქტიური ინფრასტრუქტურული სმაუშაობუი უკვე დაწყებულია.

 

პრემიერი: ახალ, 15 ათასს მაყურებელზე გათვლილ სპორტის სასახლეს ავაშენებთ

"დარწმუნებული ვარ, ის გახდება ახალი სავიზიტო ბარათი ჩვენი ლამაზი დედაქალაქისთვის"

საზეიმო ღონისძიება ლისის ტბაზე გაიმართა.ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, კალათბურთს ფედერაციის ხელმძღვანელები, ეროვნული ნაკრების წევრები, მოქმედი და ვეტერანი კალათბურთელები. ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები