LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბიშვილი: ციხეში მყოფი ექსპრეზიდენტი არ არის და ვერ იქნება რიგითი პატიმარი, იგი განსაკუთრებული პატიმარია

115
1

“სასჯელის აღსრულების დროს და ციხეში მყოფი ექსპრეზიდენტი არ არის და ვერ იქნება რიგითი პატიმარი, ის განსაკუთრებული პატიმარია.” – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, დაცული უნდა იყოს ყოფილი პრეზიდენტის ღირსება მისივე ქცევის მიუხედავად, რადგან ყოფილი პრეზიდენტი დაკავშირებულია სახელმწიფოსთან და სწორედ ამ სტატუსს უნდა სცენ პატივი:

“კანონის წინაშე ყველა ერთია, მაგრამ სასჯელის აღსრულების დროს და ციხეში მყოფი ექსპრეზიდენტი არ არის და ვერ იქნება რიგითი პატიმარი, იგი განსაკუთრებული პატიმარია, რამეთუ ყველა, საზოგადოება, ისევე როგორც საერთაშორისო თანამეგობრობა, აკვირდება მის მდგომარეობას და მოითხოვს უმაღლესი სტანდარტების შესრულებას.

ჩვენი ქვეყნის სახე იმაში გამოიხატება, თუ როგორ მოვეპყრობით მას და როგორ იქნება მისი ღირსება, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება დაცული. ამდენად მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რეგულარულად ვიღებდი და ვიღებ ინფორმაციას ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შესაბამისი უწყებებისგან, სახალხო დამცველისგან, სახელმწიფო ინსპექტორისა და ჯანდაცვის სამინისტროსგან.” – განაცხადა პრეზიდენტმა.

იმ კადრების გავრცელება, რომლებიც სააკაშვილის ღირსებისა და პატივის შემლახველია, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია: ზურაბიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები