LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურა ყიფშიძე: წარღვნა დაწყებულია…დედამიწა გაგიჟდა, ისეთ რამეებს ვაკეთებთ ადამიანები

1393
BeFunky-collage (6)

“ერთხელ ერთმა კორეს­პონდენტმა­ მიკროფონი­ მომაბჯინა სახეზე და მკითხა,­ ბატონო ზურა, როდის დაიწყება წარღვნაო?­ დაწყებული არ არის, თუ თქვენ გგონიათ, დილით დაიწყება და საღამოს დამთავრდება-მეთქი? ,”- ეს განცხადება მსახიობმა ზურაბ ყიფშიძემ გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში გააკეთა. ინტერვიუ გუშინ, 21 თებერვალს გამოქვეყნდა.

მსახიობმა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა.

“გრიპიც წარღვნაა, ბომბიც. დედამიწა გაგიჟდა, ისეთ რამეებს ვაკეთებთ ადამიანები. რამაზ ჩხიკვაძის არ იყოს, ვეღარ­ ვიტან სიტყვებს “პოლიტიკა” და “დემოკრატია”.

დემოკრატიას ამოფარებული­ რამდენია და დემოკრატია, დემოკრატიაო, გაიძახიან…

ჩვენ ზედაპირულად ვიცით რაღაცები, ნეტავ სინამდვილეში როგორაა საქმე. მინდა ყველას დაუფასდეს შრომა, მშვიდი და სტაბილური ცხოვრება გვქონდეს. ადამიანები ადამიანებს ვგავდეთ, ღმერთის გვწამდეს”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები