LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურა შევარდნაძე: „ვერ ვშოულობთ ადამიანებს, რომლებიც ჯონჯოლის ყვავილის კრეფაში დაგვეხმარებიან, დღეში 30 ლარად…“

902
shevardnadzenews

„გარდენია შევარდნაძის“ მფლობელი, ზურა შევარდნაძე წერს, რომ ერთ–ერთ სოფელში ვერავინ დაიქირავეს ჯონჯოლის მოსაკრეფად, რადგან მუშაობა არავის სურს.

გთავაზობთ მის სტატუსს:

„ერთი პატარა ამბავი მინდა გაგიზიაროთ და თუ რამე მეშლება ნუ დამზოგავთ, გამაკრიტიკეთ..

ბექა ოსიშვილი დაარსების დღიდან გარდენიაში მუშაობს, რა თქმა უნდა ყველა ოჯახის წევრს ვიცნობ, ვახლობლობ მათთან, მათ ნათესავებთან და იმათ ნათესავებთანაც  კი..

ლამისყანიდან არიან…

ახლა საქმე რომ წახდა, გადავწყვიტეთ, სოფელში არ დავტოვოთ ჯონჯოლი მოსაკრეფი, კარგი მარინადი დავამზადოთ და შევთავაზოთ მსურველებს ქილებით, ჯანმრთელი, ჯანსაღი, ქართული მწნილი.

მოვიმარაგეთ ჭურჭელი, მარილი…

აღმოჩნდა, რომ ვერ ვშოულობთ ადამიანებს, რომლებიც ჯონჯოლის ყვავილის კრეფაში დაგვეხმარებიან, 30 ლარს სთავაზობდა ბექა დღეში…

ახლა მე ვკითხულობ, ვინ უნდა იმუშაოს იმ ქარხნებში, ჩინეთიდან რომ უნდა გადმოიტანონ და დიდი დავიდარაბის მერე ააგებენ ( თუ ააგებენ) საქართველოში? და სანამ ააგებენ, ჯონჯოლი რომ მოვკრიფოთ, ამით რამე დაგვიშავდება, დაგვაკლდება?

ვერ ვიგებ, ეგებ თქვენ გქონდეთ პასუხი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები