LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურა შევარდნაძე: რატომ დავკარგეთ ის რისი დაკარგვაც არაფრით არ შეიძლებოდა?

2422
44423373_1967263179997421_8839206702789165056_o

გარდენია ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო და დამაფიქრებელ ჩანაწერს აქვეყნებს:

“გავიზარდე ასკანაში, გურიის ერთ ლამაზ სოფელში, თითქოს ჩვეულებრივ ოჯახში.. ბებიას, ბაბუას, დიდი ბებია მარგალიტას, მეორე დიდი ბებია ნინუცის, დედას, მამას, ბიძების, მამიდების, ბიცოლების, ნათესავების, მეზობლების, მოყვრების და მოკეთეების გარემოცვაში.
არ მახსოვს და რაც მახსოვს ნამდვილად სწორად მახსოვს, ვინმეზე ცუდის, საძრახის თქმას როცა დააპირებდნენ აუცილებლად დაბალ ხმაზე ამბობდნენ თუ ამბობდნენ, სირცხვილი იყო სხვაფერ.
არ მახსოვს ბებიას ვინმეზე ოდესმე ეთქვს სალანძღავი სიტყვა, ბაბუას ხომ ჯვარი სწერია, ვერ წამოაცდევინებდი ვერავისზე აუგს. ისიც ზუსტად ვიცი, რომ ხშირად იყო ვინმეს საქციელით ნაწყენი და გულმოკლულიც კი, მაგრამ სალანძღავ სიტყვას არაფრით არ იტყოდა, არ იკადრებდა.
სირცხვილად ითვლებოდა, დიდ სირცხვილად მეორე ადამიანზე სხვებთან ცუდის ლაპარაკი. თუ ვინმეს შეეშლებოდა და სალანძღავ სიტყვას გაბედავდა შეაჩერებდნენ და ეტყოდნენ “მე რეიზა მიყობი მაგას ძამა, წაი და მას უთხარი თვითან..” სხვაზე ცუდი აზრის მოსმენაც სირცხვილი იყო.
ის ხომ არავის წარმოედგინა, საქვეყნოდ, საჯაროდ, თავშეყრილებს ელანძღა ვინმეს, ვინმე, თუ მაინცდამაინც ძალიან დაბალ ხმაზე, მორიდებით ერთიმეორესთან საუბრისას იტყოდნენ ამდაგვარს, ძალიან დარცხვენით. ეს არაფრით იმას არ ნიშნავდა, რომ ყველა, ყველას საქციელით კმაყოფილი იყო, სრულებითაც არა, უბრალოდ მიღებული იყო ასე.
მაჩხუბარიც ხშირად მინახავს ადამიანები, აი იქ კი ეტყოდნენ ერთმანეთს საკადრებელსაც და ზოგჯერ უკადრებელსაც კი.

რა გვჭირს, რა დაგვემართა?
რატომ დავკარგეთ ის რისი დაკარგვაც არაფრით არ შეიძლებოდა?
უყურებ ამდენ საქვეყნოდ, სააშკარაოდ, გამეტებით ერთმანეთის მლანძღავ ადამიანს, და მიკვირს, ძალიან მიკვირს!!! – წერს ზურა შევარდნაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები