LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურა ხაჩიძე: “ამ ძნელბედობის ჟამს დავინახეთ, ვინ ვართ და რა შეგვიძლია ქართველებს…”

489
zuraxachidzenewswswwws

ზურა ხაჩიძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვრცელი სტატუსი, სადაც აღნიშნავს, თუ რა მოიტანა კორონავირუსმა დაგვანახა, ვინ ვართ და რა შეგვიძლია ქართველებს.

“მე ვფიქრობ, რომ ამ ძნელბედობის ჟამს მსოფლიოში და საქართველოში ბევრი რამე დავინახე, თუ ვინ ვართ და რა შეგვიძლია ქართველებს!!! ??
1.დაისვენა დედამიწამ მავნე ზეგავლენებისგან,რასაც კაცობრიობა ბოლო ჟამს ნებით თუ უნებლიედ აყენებდა!
2. მოგვეცა საკუთარი თავის შეცნობის და გაუცემელ კითხვებზე პასუხების გაცემის საშუალება!
3. ერი და ბერი გაგვაერთიანა და აქაც სიმართლეს თვალი გავუსწორეთ!?
4. დაგვაბრუნა სახლში! გიჟებივით საშოვარზე გასული ქალი თუ კაცი. შვილებს სჭირდებათ ყურადღება და ყოველდღე რთული რეჟიმის გამო დავშორდით მათ და ძიძების ამარა დავტოვეთ ისინი, მაგრამ ძიძა მშობელს ვერ ჩაანაცვლებს ვერასოდეს. შესაბამისად, მივიღეთ ტრაგედიები, რაც მოხდა ბოლო დროს ჩვენს ქვეყანაში და ქალაქებში.
5. ჩვენი გმირი ექიმები, რომლებიც დაუღალავად მუშაობენ დღითა და ღამით, რათა ყველა მოქალაქე ჯანმრთელად და კარგად იყოს, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მათგანს.❤️?(წლების განმავლობაში რამდენ ტალახს და შეურაცხყოფას იტანდნენ დაუმსახურებლად).
6. საქართველოს მთავრობას გამართული და სწორი მუშაობისთვის. პირველად ამ მოკლე დამოუკიდებლობის გზაზე საქართველოს პასპორტით იამაყა ქართველმა (ვეყრდნობი იმ ადამიანების წერილებს, ვინც ეს გამოიარა და ამჟამად კარანტინშია).
“ჩვენი 3000 მოქალაქე გვყავს გამოყვანილი. არც ერთ ქვეყანას მსგავსი სახის ქმედება არ განუხორციელებია; ჩვენზე დიდმა და ძლიერმა სახელმწიფოებმა ვერ მოახერხეს ეს”- ზალკალიანი მოხალისეებს, ჟურნალისტებს, ოპერტორებს, ტელევიზიებს, ვინც ობიექტურ ინფორმაციას გვაწვდის. ოპერატიულად, პოლიციას, სამხედროებს და კიდევ ბევრი ადამიანი, ვინც ჩართულია ამ საშვილიშვილო საქმეში.
7. ბატონ Bidzina Ivanishvili for Georgia და “ფონდ ქართუს” გაწეული დახმარებისთვის!

კიდევ ერთხელ ჩვენზეა დამოკიდებული, ამ დაავადებასთან დავმარცხებით თუ არა! ზედმიწევნით დაიცავით ის რეკომენდაციები და გავიმარჯვებთ!

გავიმარჯვებთ არამარტო ამ დაავადებასთან, არამედ მსოფლიოში კიდევ ერთ დიდ ნაბიჯს გადავდგავთ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის სამაგალითოდ წარმოსაჩენად! ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც ვერ შეძლო ბევრმა ჩვენზე განვითარებულმა ქვეყანამ! ამიტომ მე გაფასებთ თქვენ ყველას! ?? საქართველო გაიმარჯვებს!✊”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები