ზუგდიდში, ფაიფურის დასახლებაში ადგილობრივმა მცხოვრებმა პოლიციელზე თავდასხმა სცადა. მან სამართალდამცავების მისამართით გაისროლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, გამოძიება კი სისხლის სამართლის ორი მუხლით – ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა/შენახვისა და სამართალდამცველზე თავდასხმის მცდელობის მუხლების მიმდინარეობს.

ჯერჯერობით დაკავებული არავინაა.

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05