LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ზუგდიდში პირველი ამომრჩევლის სტატუსისთვის იჩხუბეს

348
kg3iu3

ზუგდიდის 21-ე საარჩევნო უბანზე ორ მოქალაქეს შორის ჩხუბის მიზეზი პირველი ამომრჩევლის სტატუსი გახდა.  ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

“21-ე უბანზე ხმის მისაცემად ქალი შევიდა, რომელსაც უკან მამაკაცი დაედევნა. სიტუაცია დაცვის პოლიციისა და უბნის წევრების ჩარევის შემდეგ განიმუხტა.  “შვიდის ნახევარზე ვიყავი აქ, მაგი მოვიდა რვის ნახევარზე და მეჩხუბა. რატო უნდა მეჩხუბო? პირველი, რომ მოვედი ყველა მხედავდა, მეტი რა ვქნა. მე უნდა შევსულიყავი და გამექცა” – უთხრა აჭარის მაუწყებელს მამაკაცმა, რომელიც პირველი ამომრჩეველი 21-ე უბანზე ვერ გახდა.

სიტუაცია დაცვის პოლიციისა და საარჩევნო უბნის წევრების ჩარევის შემდეგ განიმუხტა.

ქვეყნის მასშტაბით არსებულ საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცესი დაიწყო. დღეს არჩევნები 410 საარჩევნო უბანზე იმართება, სადაც ჯამში რეგისტრირებულია 402 091 ამომრჩეველი.

პარლამენტის შუალედური არჩევნები თბილისის პირველ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ტარდება.

გარდა ამისა, მერების რიგგარეშე არჩევნები იმართება ხუთ მუნიციპალიტეტში, ესენია: მარნეული, ზესტაფონი, ჭიათურა, ზუგდიდი და ხულო. საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში კი საკრებულოების შუალედური არჩევნებია.

მერების არჩევა საარჩევნო ბარიერის პირობებში ხდება და გამარჯვებულად ის კანდიდატი ჩაითვლება, ვინც ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. მეორე ტურის დანიშვნის შემთხვევაში კი, მისი გამართვის ბოლო ვადა 13 ივნისია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები