ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 143 პირის გამოკვლევის შედეგად, 4 ადამიანს COVID – 19 დაუდასტურდა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის ინფორმაციით, აქედან 3 სამი არასრულწლოვანია, ისინი ტრაილერის მძღოლის კლასტერიდან არიან, ერთი ოჯახის წევრია, ორი კი ნათესავი.

რაც შეეხება მეოთხე ინფიცირებულს, ის ახალგაზრდა ქალია, მას მოგზაურობის ისტორია აქვს.

ამ შემთხვევების გამოვლენმდე საქართველოს მასშტაბით იყო კორონავირუსის 723 დადასტურებული შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია – 495, გარდაიცვალა 12 ადამიანი.

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05