LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდში, დადიანების სასახლესთან მომხდარ ინციდენტში მონაწილე ჟურნალისტს 3000 ლარიანი გირაო შეეფარდა

112
ზუგდიდის სასამართლო

ზუგდიდში, დადიანების სასახლესთან მომხდარ ინციდენტში მონაწილე ჟურნალისტს ლევან თორიას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით გირაო 3000 ლარი შეუფარდა.

ლევან თორია სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას მის პოლიტიკურ სიმპატიებს უკავშირებს და პროკურატურას საქმეში წარმოდგენილი ვიდეოს დამონტაჟებაში ადანაშაულებს.

„ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი ამ ქვეყანაში არის პოლიტიზირებული და ასრულებს პოლიტიკურ დაკვეთებს, აქედან გამომდინარე, პროკურატურის მხრიდან არის მცდელობა,რომ დააშინოს ადამიანები და წინასაარჩევნოდ აკეთებენ ამას”, -განაცხადა ლევან თორიამ.

საქმის პროკურორის ილია ტორუას თქმით, ვიდეომასალა, რომელიც წარდგენილია, ნამდვილად შეიცავდა ლევან თორიას მხრიდან დანაშაულის ნიშნებს,

„სასამართლოს მხრიდან სრულად მოხდა ჩვენი შუამდგომლობის გაზიარება და შეეფარდა მას 3 000 ლარი. რაც შეეხება უშუალოდ საქმეს, მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე და წარდგენილი ვიდეომასალის გაცნობის შემდეგ მივედით იმ დასკვნამდე, რომ ლევან თორიას ქმედება შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს”, -განაცხადა ილია ტორუამ.

ზუგდიდის ადგილობრივი ტელევიზიის წამყვანი, ლევან თორია შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო -ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა პასუხისგებაში მისცეს. თორიას ბრალი ძალადობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა. ბრალდებულმა ლევან თორიამ მიმდინარე წლის 14 მაისს, ზუგდიდში დადიანების სასახლის ეზოში ფიზიკური შეირაცხყოფა მიაყენა მოქალაქეს.

შეგახსენებთ, საქმე ეხება ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში გაერთიანებული ოპოზიციიდან მერობის კანდიდატის სანდრა რულოვსის ჩაწერის დროს მომხდარ ინციდენტს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები