LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდში 87-ე საარჩევნო უბანთან მომხდარ სროლასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

122
შსსსსსს

ზუგდიდში 87-ე საარჩევნო უბანთან მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შს სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

გაერთიანებული ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ მათ წარმომადგენელს 87-ე უბანზე ზოია ქვარცხავას ჯერ დაუმიზნეს, შემდეგ კი ჰაერში გაისროლეს. ქვარცხავა პოლიციის შენობაში გამოკითხვაზე იმყოფება.

„მანქანა, საიდანაც სავარაუდოდ ზუგდიდის 87-ე უბანზე გასროლა მოხდა, ვინმე ირაკლი ჩანგელიას ეკუთვნის, – ამის შესახებ “გაერთიანებული ოპოზიციის” წევრმა თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა. თინა ბოკუჩავას თქმით, ეს იყო იგივე მანქანა, რომელიც იმყოფებოდა საარჩევნო კომისიის შენობასთან 14 მაისს, როდესაც მცდელობა იყო, საოლქო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის ორგანიზებით სიების გატაცების.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები