LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდის ინფექციურში საეჭვო სიმპტომებით 67 წლის მამაკაცი გადაიყვანეს: მას თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს

159
1 საეჭვო

გუშინ საღამოს ზუგდიდის ერთ-ერთი სოფლიდან მუნიციპალიტეტის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს პაციენტი, რომელსაც ახალი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღმოაჩნდა. პაციენტი 67 წლის მამაკაცია და როგორც ადგილობრივი მედია წერს, მას თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. ასაკოვანი პაციენტი შესაბამის პალატაშია მოთავსებული, ხოლო მისის ანალიზები გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში. ტესტის პასუხებს დღის ბოლომდე ელოდებიან.

რაც შეეხება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ადგილობრივ წარმომადგენლობას, აქ აცხადებენ, რომ მათ აღნიშნული მამაკაცის შესახებ ინფორმაცია აქვთ. ცენტრის ხელმძღვანელის ნანა ოდიშარიას განმარტებით, მამაკაცი თვითოზოლაციაში იმყოფებოდა და ზედმიწევნით კარგად იცავდა წესებს. მისი თქმით, პირი 20 მარტს ჩამოვიდა, საეჭვო სიმპტომები კი გუშინ აღმოაჩნდა.

მარნეულიდან გადმოყვანილ 9 დღის ახალშობილს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები აღმოაჩნდა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები