LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდის ბაზრის ნაწილი ხვალიდან გაიხსნება

427
20190712155321

“ზუგდიდის ბაზრი ხვალიდან ნაწილობრივ გაიხსნება,”- ეს განცხადება ზუგდიდის მერმა, გიორგი შენგელიამ ბრიფინგზე გააკეთა.

როგორც მან განმარტა, ბაზარში გაიხსნება, შენობაში მდებარე სასურსათო მაღაზიები და ხილ-ბოსტნის სექცია.

გიორგი შენგელიამ ასევე ისაუბრა იმის შესახებ, რომ ბაზარში უკვე განხორციელდა სადეზინფექციო სამუშაოები.

ბაზარში შესვლამდე კი, გაკონტროლდება მოქალაქეთა ნაკადი, რათა დისტანციის დაცვა მოხდეს, დისტანციის დაცვა მოხდება ასევე ბაზრის გარე ტერიტორიაზეც.

„აგრარული ბაზრის მუშაობას მონიტორინგს გაუწევენ სურსათის ეროვნული სააგენტოს და მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები. ნორმების დაუცველობის შემთხვევაში აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე კვლავ გატარდება მკაცრი ზომები“, – განაცხადა გიორგი შენგელიამ.

შეგახსენებთ, ზუგდიდისა და სენაკის აგრარული ბაზრები 6 აპრილს დროებით დაიხურა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები