LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდის არჩეული მერი ქალაქს წინასაარჩევნო პლაკატებისგან ასუფთავებს

93
Untishengeliad

ზუგდიდის არჩეული მერი გიორგი შენგელია შვილთან და აქტივისტებთან ერთად ქალაქის ტერიტორიას წინასაარჩევნო პლაკატებისგან ასუფთავებს.

როგორც გიორგი შენგელიამ აღნიშნა, დასუფთავების აქცია მოიცავს ზუგდიდის ყველა უბანს და სოფელს. მისივე ინფორმაციით, წინასაარჩევნო პლაკატებისგან გაიწმინდება ბოძები, დაწესებულებების კედლები და ღობეები.

19 მაისის მერის რიგგარეშე არჩევნებზე ცესკოს წინასწარი მონაცემებით “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა გიორგი შენგელიამ გაიმარჯვა. მან ამომრჩეველთა ხმების 54,18% მიიღო, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა კი 42,84%.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები