LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდის 13 უბნის მონაცემებით, შენგელიას 52%, რულოვსს – 44.9% აქვს

177
ჰჯწგფ

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შედეგების გამოქვეყნება დაიწყო. სპეციალურ ვებ-გვერდზე results.cec.gov.ge საუბნო შემაჯამებელი ოქმები ეტაპობრივად იტვირთება.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ამ დროისთვის გამოქვეყნებული ოქმების მიხედვით, „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი შენგელია ლიდერობს.

ზუგდიდის იმ 13 უბანზე, რომლის შედეგებიც ცესკოს საიტზეა ატვირთული 23:30 საათისთვის, სანდრა რულოვსმა 2878 ხმა მიიღო, ხოლო გეგა შენგელიამ- 3334. ჯამში, ხმა მისცა 6408 ამომრჩეველმა.

შესაბამისად, შენგელიამ მიიღო 52.02%, სანდრა რულოვსმა — 44.9%.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები