LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ზუგდიდი ირჩევს ზუგდიდელსო, ხომ ვერ მეტყვი, სანდრა რულოვსი ზუგდიდის რომელი სოფლიდან ან უბნიდანაა?” – უგულავა უდუმაშვილს

132
BeFunky-collage (8)

“ნაციონალურმა მოძრაობამ”-გაერთიანებულმა ოპოზიციამ “ძალა ერთობაშია” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

სწორედ წარდგენის დროს, დღევანდელ ღონისძიებაზე, ზუგდიდის საარჩევნო ოლქში მალხაზ ჯალაღონიას წარდგენისას ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომ „ზუგდიდი ირჩევს ზუგდიდელს“.

ამ განცხადებას „ევროპული საქართველოს“ წევრი, გიგი უგულავა სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ზალიკო უდუმაშვილი-ზუგდიდი ირჩევს ზუგდიდელსო. ძვირფასო მეგობარო, სანდრა ელისაბედ რულოვსი ხომ ვერ მეტყვი ზუგდიდის რომელი სოფლიდან ან უბნიდანაა ჯერ მაჟორიტარი და მერე საერთოდ მერზე რომ იყრიდა კენჭს? თუ ბელადის ოჯახის წევრებს წარმოშობის სერთიფიკატს არ ვუმოწმებთ? ვერ ხვდებით, რომ უხერხულად სამარცხვინოდ გამოიყურებით, როცა ქოცი ჩიქოვანის მსგავსად იკბინებით. ისე ძალიან კი ემსგავსებით ერთმანეთს.
პ.ს. ბატონ მალხაზს არ ვიცნობ, ასე გაკითხვით მხოლოდ კარგ ექიმად დამიხასიათეს. ვუსურვებ მალე და ჯანმრთელად დაეღწიოს თავი თვითიზოლაციისთვის. იმედი მაქვს კონფერენსიე უდუმაშვილის და კომკავშირელ ჩიქოვანისგან განსხვავებულად უყურებს ზუგდიდისა და ქვეყნის მომავალს და არც ტრაიბალიზმის კლიშეები აწუხებს. აუცილებლად მოვიწვევ მას სადისკუსიოდ ღია ეთერში თუ პრივატულად ჩაიზეწერს გიგი უგულავა,”-წერს გიგი უგულავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები