LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ზოგჯერ მშობელი შეიძლება თავად იყოს აღსაზრდელი”

1245
23

მშობლობა ეს არის პასუხისმგებლობა, რომელიც გააზრებულ გადაწყვეტილებებს მოითხოვს. თუმცა, ხშირად ამბობენ, რომ მშობელი თავად არის აღსაზრდელი. გთავაზობთ გადაცემის “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” წამყვანის მარტა ქარუმიძის ბლოგს მშობლებისთვის.

ხშირად ამბობენ, რომ ბავშვები არიან აღსაზრდელები, თუმცა აღზრდა მშობლების მიდგომებზეა დამოკიდებული. ერთხელ ფსიქოლოგმა შალვა ამონაშვილმა მითხრა, აღზრდა და გაზრდა ორი ცნებაა, ჩვენ შეიძლება გავზარდოთ ძაღლი, კატაც კი მოვათვინიეროთ, აღზრდის დროს კი უფროსები ბავშვს აძლევენ მაგალითს, მოუწოდებენ ჩაფიქრდეს, აწონ-დაწონოს.

როგორ აღზრდის მშობელი ბავშვს, ეს იმაზეა დამოკიდებული რამდენად გაზრდილ-აღზრდილია თავად, რამდენად ერკვევა ბავშვის ფსიქოლოგიის თავისებურებებში, სურს თუ არა იცოდეს უფრო მეტი მშობლობაზე. ფსიქოლოგები მიიჩნევენ, ორი ან სამი შვილის ყოლა, არ ნიშნავს, რომ ნამდვილად გააზრებული გაქვს მშობლობა და იცი აღზრდისა და ფსიქოლოგიის თავისებურებები.

მათივე მოსაზრებით, პრობლემები, რომლებიც ბავშვებს აწუხებთ, ხშირად მშობლიდან მომდინარეობს. სოციალურ ქსელში გავრცელებული იყო სოციალური რგოლი, სადაც ნათლად ჩანს როგორ ახდენს ბავშვი გარკვეული ქცევებისა და ემოციების კოპირებას მშობლისგან.

https://www.youtube.com/watch?v=5JrtpCM4yMM

ხშირად მშობლებს მცირე ინფორმაცია აქვთ ბავშვის განვითარების შესახებ, მოქმედებენ საკუთარი ინსტიქტებით ან ბავშვობის გამოცდილებით. დღეს არსებობს ბევრი წყარო, იმისთვის, რომ მეტი ინფორმაცია გვქონდეს გაზრდა-აღზრდის თაობაზე, მოვემზადოთ მშობლობისთვის, ვისწავლოთ და გავიღრმავოთ ცოდნა. ამისთვის საჭიროა მონდომება და მზაობა განვითარებისთვის.

ბავშვის ფსიქოლოგიური თავისებურებების ცოდნა იმის წინაპირობაა, რომ პრაქტიკაში უფრო გაგიმარტივდებათ აღმზრდელობითი მიდგომების გამოყენება. და თქვენ როგორ ფიქრობთ, თავად საკმარისად გაზრდილ-აღზრდილი ხართ? მშობლობა უნდა იყოს გააზრებული გადაწყვეტილება და ამისთვის საჭიროა ჯერ თვითონ აღვიზარდოთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები