LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზოგიერთმა ოპოზიციური ძალის წარმომადგენელმა დააანონსა, რომ ინაუგურაცია იქნებოდა ჩაშლილი და თავს დაესხა პოლიციას – გახარია

aqciainauguracia_2018-12-16_DEAReQKC0vbAq

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გაახრიამ განაცხადა, რომ ოპოზიციურმა ძალებმა ინაუგურაციის ჩაშლის შესახებ გაანცხადეს და ამ აქტის განსახორციელებლად პოლიციას დაესხნენ თავს, რაზეც შესაბამისი პასუხი მიიღეს.

გახარიას განცხადებით, ყველაფერს თავისი ფასი აქვს, მათ შორის სახელმწიფოს დამხობის მცდელობასაც.

„მე ვარ პასუხისმგებელი იმაზე, თუ რა მოხდა ინაუგურაციის დღეს. 16-ში მოხდა მარტივი რამ, რომ ზოგიერთმა ოპოზიციური ძალის წარმომადგენელმა დააანონსა, რომ ინაუგურაცია იქნებოდა ჩაშლილი და ამ დღეს თავს დაესხა პოლიციას. ჩემთვის ეს საკმარისია იმისთვის, რომ კითხვის ნიშნები არ მქონდეს, ეს იყო და ეს. ინაუგურაციის ჩაშლა არის განზრახული პოლიტიკური აქტი! მეგობრებო! მარტივი რამ ხდება: მე ვამბობ, რომ ჩავშლი ინაუგურაციას, ეს არის პოლიტიკური აქტი, შემდეგ ამ აქტის განსახორციელებლად თავს ვესხმი პოლიციას, ბოდიში! როდესაც გვაქვს სურვილი, რომ ჩავატაროთ რევოლუცია, იმის თავიც და მხნეობაც უნდა გვეყოს, რომ წავიდეთ იქ სადაც საჭიროა, ის პერიოდი, რამდენიც საჭიროა. ყველაფერს აქვს თავისი ფასი. პოლიციელზე თავდასახმასაც, ინაუგურაციის ჩაშლის მცდელობასაც და სახელმწიფოს დამხობასაც, თუნდაც კანონიერი მეთოდებით. როდესაც ვიკითხავთ სახელმწიფოს კანონიერი მეთოდებით დამხობა რას ნიშნავს, იქ გავაგრძელოთ საუბარი შერჩევით სამართალზე,“ – განაცხადა გახარიამ და მისმა ამ სიტყვამ აპლოდისმენტებიც დაიმსახურა, თუმცა არა საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან.

გახარიამ ასევე, თინა ბოკუჩავასაც უპასუხა, შს მინისტრის მოადგილე კახაბერ საბანაძის მამის დადანაშაულებასთან დაკავშირებით. 

ბატონო გიორგი, თქვენ თავად ხომ არ ხართ დანაშულის დაფარვის თანამონაწილე?!“- თინა ბოკუჩავა სარალიძის საქმეზე

გარდა ხორავას ქუჩის საქმისა, ბოკუჩავამ გახარიას ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზეც დაუსვა შეკითხვა

„მე გპირდებით პირადად, ერთ საქმესაც და მეორესაც დავამთავრებთ და სპეციალურად ამ თემებისთვის მოვალ აქ. თქვენ თუ გეყოფათ ვაჟკაცობა, რომ ამ თემაზე ვისაუბროთ… მერე უბრალოდ შეგრცხვებათ.

ადამიანური ტრაგედიის, გარდაცვალებისა და სიკვდილის, პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება უბრალოდ ამორალურია,“ – აღნიშნა გახარიამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები