LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან ყველაზე გემოვნებიანი ადამიანები – სოფია ბზეკალავას საავტორო გადაცემა „ასტრომაგია”

240

9 ოქტომბერს ავტორადიოს გადაცემაში „ასტრომაგია“ ასტროლოგმა სოფიო ბზეკალავამმომავალი ერთი თვის ზოგადი პროგნოზი გააკეთა და დეტალურად ისაუბრა ზოდიაქოს ნიშნების ინდივიდუალურ გარეგნულ მახასიათებლებზე, მათ სტილსა და გემოვნებაზე.

აღსანიშნავია, რომ ცის კაბადონზე შექმნილი კონფიგურაციების ფონზე, პლანეტა ვენერა, რომელიც ფინანსების და პარტნიორულ ურთიერთობების, სილამაზის და ესთეტიკის მფარველი პლანეტად ითვლება, რეტროგრადულ ფაზაში გადავიდა ანუ უკუღმა დაიწყო სვლა. გამომდინარე აქედან, 16 ნოემბრის ჩათვლით ზოდიაქოს ყველა ნიშანს, განსაკუთრებით კი, მორიელს, კუროს, ვერძს და სასწორს სერიოზული ფინანსური პრობლემები შეექმნება და გაურთულდება პირადი ურთიერთობა. ნაკლებად სახარბიელო პერიოდია ქორწინება და ახალი რომანტიკული თავგადასავლებისთვის, მსხვილი საყიდლებისა და კაპიტალდაბანდებისთვის, კოსმეტოლოგიური პროცედურების და საკუთარ გარეგნობაზე ექსპერიმენტების ჩასატარებლად. ამასთანავე, წყვილებს ერთგულებაზე მოუწევთ გამოცდის გავლა, ბევრი საბოლოოდ დაუსვამს წერტილს მომაბეზრებელი ურთიერთობის,  ე.წ. „ფასადური ურთიერთობები“ კი, აუცილებლად დაინგრევა.

ვერძი – პლანეტა მარსის მფარველობის ქვეშ მყოფ ვერძს თანდაყოლილი ბრძოლის უნარი აქვს, ყოველთვის მიზანდასახული, ჯიუტი და პრინციპულია, თუმცა უხეშიც შეუძლია იყოს ურთიერთობაში, რადგან ძალიან უჭირს სხვისი მოსმენა. უყვარს ყველაფერი ახალი და გამორჩეული, არასდროს უფრთხის ინოვაციებს და ხშირად ნოვატორიცაა სხვადასხვა, მათ შორის მოდის სფეროში. მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვარცხნილობა, ამიტომ არც ექსპერიმენტებს ერიდება. მართალია, სექსუალური ვერძი,  ნაკლებად კეკლუცია, მაგრამ აქვს ქარიზმა და შინაგანი შარმი, განსაკუთრებული ენერგეტიკის წყალობით კი, სწრაფად იქცევს გარშემომყოფთა ყურადღებას. ქალბატონებს სინაზე, ქალურობა აკლით, ძალიან არ უყვართ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და უპირატესობას ყოველთვის მამაკაცის ტანსაცმელს, უხეშ ფეხსაცმელს ანიჭებენ.

კურო – პლანეტა ვენერას მფარველობის ქვეშ მყოფ, მეტად პრაქტიკულ კუროს სამოსიც კომფორტული და მოხერხებული მოსწონს, მისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ქსოვილის ფაქტურას და ხარისხს, მოსწონს რბილი და არასდროს ატარებს უხეშ სამოსს. ქალბატონები, რომელთა უფრავლესობა საკმაოდ მსხვილი და ფუმფულაა, მასიურ სამკაულს და აქსესუარებს, ვინტაჟს და კლასიკური სტილს ანიჭებს უპირატესობას, მართალია, ყოველთვის კარგი გემოვნება აქვთ, მაგრამ ნაკლებად მოსწონთ ექსპერიმენტები.

(ვრცლად)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები