LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზღვისპირეთის პრობლემები: რუსებმა ივლისსა და აგვისტოში ყველა ჯავშანი გააუქმეს

263
2018-1

აჭარის ტურისტული სექტორის წინაშე არსებული გამოწვევების შესწავლა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ქობულეთიდან დაიწყო, სადაც მცირე და საშუალო სასტუმროების მფლობელთა აქციის მონაწილეებს შეხვდა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქობულეთში, ისევე როგორც მთლიანად აჭარაში მცირე სასტუმროების დიდი ნაწილი, ძირითადად, რუსეთიდან ჩამოსულ ტურისტებს ემსახურება, ტურისტული ემბარგო კი მათ შემოსავლებს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

აქციის მონაწილეებს მინისტრს სთხოვეს დახმარება, რათა ხელისუფლებამ ხელი შეუწყოს რუსეთიდან ტურისტების შენარჩუნებას მათთვის საქართველოში ჩამოსასვლელი ალტერნატიული გზების გამონახვაში, ასევე ალტერნატიული ტურისტული ბაზრების ათვისებაში. აქციის მონაწილეებმა ასევე ითხოვენ, რომ მთავრობამ გაუწიოს მათ შუამდგომლობა კომერციულ ბანკებთან სესხების მომსახურებისას შეღავათების გაწევის კუთხით.

როგორც სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ შეკვეთილში მდებარე სასტუმრო „საბას“ მეპატრონე ნონა საბაძემ განუცხადა, რუსმა ვიზიტორებმა ივლისსა და აგვისტოში ყველა ჯავშანი გააუქმეს.

„უმძიმეს მდგომარეობაში აღმოვჩნდით, აბსოლუტურად ცარიელია სასტუმროები, 30 000 დავხარჯე ბოლო პერიოდში იმისთვის, რომ ინფრასტრუქტურა გამეუმჯობესებინა და სეზონს უკეთ დავხვედროდით, მოვიმარაგეთ პროდუქტები თუ სხვა საშუალებები, ახლა კი, სასტუმრო აბსოლუტურად ცარიელია. ძირითადად, სწორედ რუს ტურისტებზე ვმუშაობთ და მასიურად აუქმებენ ჯავშნებს. ჯავშნებს აუქმებენ არა მხოლოდ ის ვიზიტორები, ვინც ჩამოსვლას თვითმფრინავით გეგმავდა, არამედ ისინიც, ვინც მანქანით მოდიოდა. ფიქრობენ, რომ რუსი ტურისტების მიმართ საქართველოში აგრესიაა“, – განაცხადა ,,საბას“ მფლობელმა ნონა საბაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები