უკრაინის პრეზიდენტი ჩერნობილში ტურისტებისთვის და მეცნიერებისთვის „მწვანე დერეფნის“ შექმნას გეგმავს. როგორც ზელენსკიმ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა, აუცილებელი ჩერნობილის მთელი მსოფლიოს მეცნიერებისთვის, ეკოლოგებისთვის, ისტორიკოსებისთვის და ტურისტებისთვის ჩვენება.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, უპირველეს ყოვლისა, შეიქმნება „მწვანე დერეფანი“ ტურისტებისთვის და აღმოიფხვრება კორუფცია. მისივე თქმით, აღარ იქნება რიგები ჩერნობილის ზონაში მოსახვედრად საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე, მოიხსნება ფოტო-ვიდეო გადაღებაზე დაწესებული შეზღუდვები.

„უნდა ვაჩვენოთ ჩერნობილი მსოფლიოს: მეცნიერებს, ეკოლოგებს, ისტორიკოსებს, ტურისტებს. სამწუხაროდ, დახურული ზონა ამ დრომდე წარმოადგენს კორუფციის სიმბოლოს – ძალოვნები ტურისტებისგან ქრთამს იღებენ, ხდება ჯართის არალეგალურად გატანა და ბუნებრივი რესურსების გამოყენება. ამ ყველაფერს ჩვენ მალე დავასრულებთ“, – წერს ზელენსკი.

როგორც უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, ვლადიმირ ზელენსკის მიერ 10 ივლისს ხელმოწერილი განკარგულება ითვალისწინებს ჩერნობილის ზონის როგორც ტურისტული ობიექტის განვითარების სტრატეგიის შემუშავებას და დამტკიცებას. დოკუმენტის თანახმად, იგეგმება ჩერნობილის ზონაში ახალი ტურისტული მარშრუტების შედგენა.

მსგავსი თემები