LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკი ბახტაძეზე: კარგი ადამიანია, ტელეფონის ნომრები გავცვალეთ

117
1440x810_cmsv2_fea497d4-4360-5883-88d6-bc25059f81c6-3902156

უკრაინის პრეზიდენტი ადასტურებს, რომ საქართველოს პრემიერმინისტ მამუკა ბახტაძეს შეხვდა.

“დიახ, ძალიან კარგი ადამიანია, ჩვენ გავცვალეთ ტელეფონის ნომრები, ვისაუბრეთ ჩვენს ურთიერთობაზე, საქართველოზე და უკრაინაზე”,- განაცხადა „ქრონიკასთან“ ვლადიმერ ზელენსკიმ

კომუნიკაცია ბახტაძესა და ზელენსკის შორის ბელგიაში ამერიკის საელჩოს მიღებაზე შედგა.

ზელენსკის პრესპიკერი, იულია მენდელი „ქრონიკასთან“ ამბობს, რომ უკრაინის პრეზიდენტისთვისა და დელეგაციის ყველა წევრისთვის ძალიან სასიამოვნო იყო იმის გაგება, რომ საქართველოს პრემიერი ბრიუსელში იმყოფება იმ სასტუმროში, სადაც უკრაინის დელეგაციაა გაჩერებული.

კითხვაზე, აპირებს თუ არა საქართველოში ვიზიტს, ზელენსკი პასუხობს:”რატომაც არა, დიახ, საქართველო ძალიან კარგი ქვეყანაა, ერთხელ ნამყოფი ვარ.”

“პოსტსაბჭოთა სივრცეში, უკრაინა და საქართველო ყველაზე დემოკრატიული სახელმწიფოები არიან. გვაქვს საერთო გზა და მიზნები. უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება ამ ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრები. მაგრამ ჩვენ არ ვიცოდით პრემიერის ბრიუსელში ვიზიტის შესახებ. საქართველოს პრემიერს და უკრაინის პრეზიდენტს განსხვავებული გეგმები აქვთ. პრემიერს უკვე აქვს გაწერილი დღის წესრიგი და პრეზიდენტსაც აქვს მისი პროგრამა და დაგეგმილი შეხვედრები. სამწუხაროდ აქ ვერ შევძლებთ შეხვედრას და ეს არც იყო დაგეგმილი”- აღნიშნა მან.

უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტი ბრიუსელში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მამუკა ბახტაძე ბრიუსელში 4 ივნისს ჩაფრინდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები