LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკი: აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან ვიმყოფებოდი – უკრაინაში საოკუპაციო ხაზთან ყოველთვე მივდივარ

54
kjkjkj

ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა, რომლის ერთ-ერთი მთავარი თემაა – საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის „ასოცირებული ტრიოს“ ფარგლებში შეთანხმება.

სტუმრებს მიმართავენ პრემიერ-მინისტრი, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, მოლდოვას, უკრაინის და საქართველოს პრეზიდენტები.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კონფერენციაზე, ოკუპაციის პრობლემებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ უკრაინას და საქართველოს მსგავსი სიტუაცია აქვთ.

“უკრაინაში საოკუპაციო ხაზთან ყოველთვე მივდივარ. ჩემი ვიზიტის ფარგლებში აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან ვიმყოფებოდი, რათა მენახა უსაფრთხოების საკითხები, ადამიანთა უფლებების დარღვევები, საკუთარი ყურით მომესმინა. უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიც მსგავსი ტრაგიკული სიტუაციის მქონეა. ასეთ შემთხვევებში კარგად გვესმის, ძალიან კარგად ვაცნობიერებთ, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავლისთვის სწორი არჩევანის გაკეთება,”- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინა, საქართველო და მოლდოვა არის ქვეყნები, რომელთაც არჩევანი გააკეთეს და დღეს ვართ გაერთიანებული – ჩვენ კიდევ უფრო ახლოს გვინდა დავდგეთ ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე, – განაცხადა ზელენსკიმ სიტყვით გამოსვლისას და აღნიშნა, რომ გვაქვს საერთო მიზნები, რაც არის ევროკავშირის სრული წევრობა, თავისუფლება, თანასწორობა და დემოკრატია.

„ეს არის ჩვენი ფასეულობები. სამწუხაროდ, ჩვენ ამ მიღწევებისთვის განსაკუთრებულ ფასს ვიხდით. ოკუპაცია, ანექსია და სხვა საკითხები წლების განმავლობაში გვაბრკოლებდა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები