LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ზაზა ურუშაძის გახსენება” – ზაზას მეგობრები მასთან დაკავშირებულ ისტორიებს იხსენებენ (ვიდეო)

509
e0cd0851551abb0a16779ab5c4002499

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე რეჟისორ ზაზა ურუშაძის ვიდეოს აქვეყნებს.

“ზაზა ურუშაძის გახსენება” – ასე ქვია ვიდეოს, რომელშიც რეჟისორის ახლობლები, მეგობრები, პარტნიორები ზაზასთან დაკავშირებულ ისტორიებს იხსენებენ.

https://www.facebook.com/MESGeorgia/videos/1052220065110278/?v=1052220065110278

რეჟისორი ზაზა ურუშაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.

შსს-ის თანახმად, მომხდარზე დაიწყო გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ზაზა ურუშაძე 1999-2000 წწ. იყო სააქციო საზოგადოება “ქართული ფილმის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; 2002-2004 წწ. საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი.

ზაზა ურუშაძე დამდგმელი რეჟისორია ფილმების: „მათთვის, ვინც მამამ მიატოვა” (1989), “აქ თენდება” (1998), “სამი სახლი” (2008), “დარჩი ჩემთან” (2011), “ბოლო გასეირნება” (2012), “მანდარინები” (2013); გადაღებულია ფილმში: “მე მოვედი” (1981).

მის მიერ გადაღებული ესტონურ-ქართული პროდუქცია „მანდარინები“ წარდგენილი იყო ოქროს გლობუსის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ჯილდოზე და ოსკარის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში იყო ნომინირებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები