LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა ურუშაძე და ნანა ჯანელიძე LISTAPAD FILM FESTVAL-ის ჟიურის თავმჯდომარეები იქნებიან

106

ოსკარის ნომინანტი ფილმის “მანდარინები” რეჟისორი ზაზა ურუშაძე Listapad Film Festval-ის მთავარ საკონკურსო პროგრამას უხელმძღვანელებს.

ზაზა ურუშაძე ჟიურის თავმჯდომარე მხატვრული ფილმების საკონკურსო სექციაში იქნება. ნანა ჯანელიძე კი კინოფესტივალზე დოკუმენტურ ფილმებს შეაფასებს. იგი დოკუმენტური ფილმების მთავარი საკონკურსო სექციის ჟიურის თავმჯდომარეა.

აღსანიშნავია, რომ დოკუმენტური ფილმების კონკურსში მონაწილეობას იღებს სალომე მაჩაიძის, თამუნა ქარუმიძისა და დავით მესხის უკვე მრავალი ჯილდოს მფლობელი ფილმი “როცა დედამიწა მსუბუქია”.

Listapad Film Festval მინსკში 4-11 ნოემბერს გაიმართება. კინოფესტივალი წელს უკვე 23-ედ ჩატარდება. იგი ბელორუსიაში მთავარ კინომოვლენად ითვლება.

gnfc.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები